IBSU-მ ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ინგლისური ენის დამხმარე მასწავლებლებს უმასპინძლა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ფულბრაიტის (Fulbright) პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსულ ინგლისური ენის 5 დამხმარე მასწავლებელს უმასპინძლა.
საორიენტაციო შეხვედრასთან ერთად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორებმა მასწავლებლებისათვის ტრენინგი და რამდენიმე სემინარი ჩაატარეს ენის სწავლების მეთოდოლოგიაზე.
ასევე, უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროგრამის მონაწილეებისათვის ქართული ენის გაკვეთილები ჩაატარეს, რაც სტუმრებს მარტივი ფუნქციური ენის შესაბამის კონტექსტში სწორად გამოყენებაში დაეხმარებათ. ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეები საქართველოში 9 თვე დარჩებიან, ინგლისური ენის მასწავლებლების დასახმარებლად და სამეცნიერო კვლევებისთვის.
საორიენტაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ, ისინი საქართველოს სხვადასხვა მხარეში – თბილისში, აჭარაში, სვანეთსა და შიდა ქართლში იცხოვრებენ.
-
ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი