ილიაუნი აბიტურიენტებისთვის სტიპენდიებს აწესებს
2019-2020 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ დააწესებს სტიპენდიებს აბიტურიენტებისთვის.
ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 ტიპის სტიპენდიის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე, მაგრამ 1 სტიპენდიით. სტიპენდიას აბიტურიენტი მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებს 100%-იან სასწავლო გრანტს ან ჩააბარებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე.
სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს სწავლა სრულად უფინანსდება. შესაბამისად, სტუდენტს შეეძლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი გამოიყენოს საჭიროებისამებრ – გადაიხადოს ბინის ქირა, შეიძინოს წიგნები, დაიფინანსოს ტრანსპორტირება და ა.შ.
ილიაუნის სტიპენდიის მიღების პირობები
აბიტურიენტი 1000-ლარიან დაფინანსებას მიიღებს, თუ ჩააბარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის:
- ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე და 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით იქნება ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 100 აბიტურიენტს შორის;
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა ექნება;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა ექნება;
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა ექნება;
- სამართლის სკოლაში და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა ექნება.
აბიტურიენტი 2000-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის ერთობლივი STEM-სასტიპენდიო პროგრამა), თუ:
- ჩააბარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე (ელექტრული ინჟინერია; სამოქალაქო ინჟინერია) და აღნიშნულ პროგრამებზე 2019 წელს ჩარიცხულ 15 საუკეთესო აბიტურიენტს შორის იქნება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი