GE

ილიაუნი აბიტურიენტებს სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსს სთავაზობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 31 მაისს სამართლის მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის სასტიპენდიო კონკურსს ჩაატარებს.

კონკურსის მონაწილე წარმატებული აბიტურიენტები საინტერესო პრიზებით დაჯილდოვდებიან, ხოლო კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ ილიაუნის სამართლის სკოლის 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს, რომელიც 2019 წელს აბარებს ერთიან ეროვნული გამოცდებს.

როგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 20 მაისისა და ჩვენ დაგიკავშირდებით.

იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა.

კონკურსის განრიგი და ფორმატი:
დრო: 31 მაისი, 13:00 საათი
ხანგრძლივობა: 1, 5 საათი

ფორმატი: კონკურსი ჩატარდება ტესტირების ფორმატში. ტესტი მოიცავს 30 დახურულ (4 სავარაუდო პასუხით) და ერთ ღია შეკითხვას. ტესტის მიზანია, შეაფასოს აბიტურიენტების ცოდნა სამოქალაქო განათლებაში.

ტესტის სწორი პასუხები/შეფასების სქემა და პირველადი შედეგები აბიტურიენტების საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება არაუგვიანეს 10 ივნისისა.

სააპელაციო განაცხადი ელექტრონული ფორმით მიიღება შედეგების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ელფოსტის მისამართზე: info@iliauni.edu.ge.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური