ილიაუნი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლაში მიღებას აცხადებს
ივნისსა და ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის (X, XI, XII) მოსწავლეებს სთავაზობს მენეჯმენტის, ბიზნესისა და ეკონომიკის პრინციპებისა და სწავლების მეთოდების გაცნობას საკვირაო სკოლის ფორმატში.
საკვირაო სკოლა შესაძლებლობას მოგცემთ, წარმოდგენა შეიქმნათ ბიზნესგანათლებაზე და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ მომავალი პროფესიის არჩევის პროცესში.
ბიზნესის სკოლის საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერაქტიულ ლექციებს წაიკითხავენ ილიაუნის ბიზნესის სკოლის პროფესორები, ლექტორები და სტუდენტები.
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსება და მოტივაციის დასაბუთება არაუგვიანეს 2019 წლის 1-ლი ივნისისა.
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი