ილიაუნი ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“ უმასპინძლებს
12-14 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის პროსპექტი N32) უმასპინძლებს ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მერილენდის უნივერსიტეტი (აშშ) და უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი). კონფერენცია დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე“ 2016 წელს დაარსდა უცხოელი ქართველოლოგების ინიციატივით; ამავე წელს პარიზში გაიმართა პირველი კონფერენცია: „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 1“.
2018 წლის 2-11 სექტემბერს ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა ამავე სახელწოდების საზაფხულო სკოლა (იხ. https://grammar.iliauni.edu.ge/ka/sccc-sum-mer-school/), ხოლო 12-14 სექტემბერს გაიმართება კონფერენცია (იხ. https://grammar.iliauni.edu.ge/). მისი მიზანია ქართველოლოგიური კვლევების ინტერნაციონალიზაცია, ქართველი და უცხოელი მკვლევრებისთვის ერთიანი სამუშაო პლატფორმის შექმნა, ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის, როგორც მნიშვნელოვანი საენათმეცნიერო დარგების, პოპულარიზაცია უცხოურ უნივერსიტეტებში.
ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ამერიკისა
და ევროპის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიურ პრობლემატიკაზე მომუშავე 15
მეცნიერი.
იხილეთ კონფერენციის პროგრამა
-
ილიაუნის წიგნის სახლში უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ შეხვედრა ინფლუენსერებთან და მედიის წარმომადგენლებთან გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს“ – ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი