გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იტალიაში გამართულ მე-7 საერთაშორისო საშტატო კვირეულში მონაწილეობდნენ
8-12 ივნისს, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, იტალიის ქალაქ ვიტერბოში, ტუშას უნივერსიტეტში (UNITUS) გაიმართა მე-7 საერთაშორისო საშტატო კვირეული, რომელშიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
უნივერსიტეტის მიერ 16 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვირეულში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობას იღებდნენ: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი; ამავე ფაკლუტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფსორი ნინო ორჯონიკიძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; ამავე ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი მამუკა ჯოლბორდი; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ლაურა ელიაური; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით ჩოჩიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი სპეციალისტი ანა ჩოჩია.
კვირეული გახსნეს და სტუმრებს მიესასალმნენ: ტუშას უნივერსიტეტის რექტორი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ვიტერბოს მერი და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის დელეგატები. წარმოდგენილი იყო UNITUS-ის დეპარტამენტებისა და მათი Erasmus+ აქტივობების პრეზენტაცია, მათ შორის მიმდინარე მობილობის პროექტებისა და ორმაგი დიპლომის პროგრამების მიმოხილვა.
კვირეული ასევე დაეთმო თემატურ სესიებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებიც მოიცავდა თემების ფართო სპექტრს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის როლს უმაღლეს განათლებაში, ხელოვნური ინტელექტის ეთიკასა და მის სოციალურ როლს, საგანმანათლებლო ტრენინგებისთვის ინოვაციურ ციფრულ ინსტრუმენტებს, ხელმისაწვდომობას, ინკლუზიას Erasmus+ მობილობის კონტექსტში და ხელოვნური ინტელექტის წვლილს გარემოსდაცვითი მდგრადობის განვითარებაში.
მონაწილეებმა ტრანსნაციონალური განათლების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინგლისური ენის, როგორც STEM დისციპლინებში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის ინსტრუმენტის, გამოყენების საკითხებიც განიხილეს.
-
„ბავშვთა უფლებები და უსაფრთხო სკოლა“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ევროკავშირის სოციალური პოლიტიკა“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია ჩატარდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სტუდენტური დღეები 2026“-ის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი