CIU-ს სტუდენტი პროფესიაზე – „აბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას ამას ვურჩევდი“
ნინო ბარსავა: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა; ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
“ჩემთვის ტურიზმის სპეციალისტის პროფესია განსაკუთრებულია, რადგან ეს სფერო პირდაპირ უკავშირდება ადამიანებს, კულტურასა და ქვეყნის განვითარებას. ტურიზმი მხოლოდ მოგზაურობის ორგანიზება არ არის – ის წარმოადგენს შესაძლებლობას, გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიციები და ბუნებრივი რესურსები. სწორედ ეს მრავალფეროვნება და მისი გავლენა ეკონომიკასა და საზოგადოებაზე ხდის ამ პროფესიას ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოს.
ამ პროფესიის არჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მისი განვითარების პერსპექტივა. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის პირობებში ტურიზმი მუდმივად ვითარდება და ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მსურს, ჩემი ცოდნა და უნარები მოვახმარო როგორც საკუთარი პროფესიული განვითარების, ისე საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ წარმოჩენას.
აბიტურიენტებს ვურჩევდი, პროფესიის არჩევისას გაითვალისწინონ არა მხოლოდ მისი პოპულარობა, არამედ საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები. თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, სხვადასხვა კულტურის გაცნობა, მოგზაურობა და გინდათ ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა, ტურიზმის სფერო ძალიან საინტერესო და პერსპექტიული არჩევანია.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებზე მორგებული და მეგობრული გარემოა. სწავლასთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა სტუდენტურ ცხოვრებასაც, რომელიც ასევე აუცილებელია სტუდენტისათვის. CIU-ს ტურიზმის პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ ტურიზმის მართვა, ტურისტული რესურსები, მდგრადი განვითარება და თანამედროვე გამოწვევები, რაც აუცილებელია ამ სფეროში წარმატებული კარიერისთვის.
ჩემი ჰობი – მოგზაურობაა. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, რადგან მაძლევს შესაძლებლობას გავიცნო ახალი ადგილები, კულტურები და ადამიანები. ჩემი ჰობი პირდაპირ არის დაკავშირებული ჩემს მომავალ პროფესიასთან. მოგზაურობის დროს ვიღებ ახალ ცოდნას და გამოცდილებას, რაც მომავალში პროფესიულ საქმიანობაშიც ძალიან გამომადგება, ასევე მოგზაურობამ მასწავლა დამოუკიდებლობა, კარგად დამანახა ის, რომ საკუთარ თავს უნდა ენდობოდე და სხვაზე არ უნდა იყო დამოკიდებული, რაც უფრო კარგად გაიაზრებ ამას, მით უფრო მტკიცე გახდები და ცხოვრებაში ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეგაშინებს”.
-
აბიტურიენტებისთვის ისტორიასა და ინგლისურ ენაში იმიტირებული გამოცდები CIU-ში ჩატარდება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„პროექტების მენეჯერი: მითები, რეალობა და შენი შანსი ამ პროფესიაში“ – CIU-ში საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს კანცლერი ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლითა და მადლიერების დიპლომით დაჯილდოვდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი