GE

ილიაუნი საჯარო სკოლების თანამშრომლებისთვის ტრენინგებს ჩაატარებს – პროცედურები

სასკოლო განათლების მხარდაჭერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობაა და წლებია ამ მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. 2018 წელს კი, უნივერსიტეტის ინფორმაციით, სასკოლო განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა და მრავალკომპონენტიანი პროექტი შემუშავდა.

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის, დამრიგებლებისა და ადმინისტრაციისთვის ტრენინგების შეთავაზება მათთვის საინტერესო თემატიკაზე.

ტრენინგებს ილიაუნის განათლების სკოლის პროფესორები და ტრენერები, ასევე ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გაუძღვებიან.

საჯარო სკოლის დირექტორებს შეუძლიათ, მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით გამოხატონ პროექტში ჩართვის სურვილი. რეგისტრაცია 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ტრენინგები სექტემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მაისი, 2018წ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს ან დარეკეთ ტელეფონზე: (+995 32) 222 00 09 (352)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური