GE

ილიაუნი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტს ახორციელებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, SOS ბავშვთა სოფლის საგანმანათლებლო პროგრამის ბენეფიციართათვის ახორციელებს პროექტს.

პროექტის მიზანია, SOS ბავშვთა სოფლის საგანმანათლებლო პროგრამის ბენეფიციარებს – მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს – გაუადვილოს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროცესი.

პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი SOS ბავშვთა სოფლის საგანმანათლებლო პროგრამის ბენეფიციართათვის ატარებს ლექციათა ციკლს.

მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, 2 თვის განმავლობაში ინფორმაცია მიიღონ სხვადასხვა პროფესიაზე, დასაქმების შესაძლებლობებზე, სამეცნიერო მიმართულებით მუშაობის გაგრძელების პერსპექტივებზე.

შეხვედრათა ციკლი მოიცავს ისეთ პროფესიებს, როგორებიცაა: არქიტექტურა, ეკოლოგია, სამართალი, ტურიზმი, კინოხელოვნება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა და სხვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური