კანის კრიტიკოსთა კვირეული ბათუმის კინო ფესტივალზე
კომპანია “აბლაბუდა ფილმის” ორგანიზებით 2014 წლის 17-21 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კანის კინოფესტივალის სექციის – კრიტიკოსთა კვირეულის სპეციალური ფილმების ჩვენება.
პროგრამის ორგანიზება ხორციელდება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ჩვენებების მიზანია, მსოფლიო თანამედროვე ფილმების და ტალანტების გაცნობა ქართველი მაყურებლისთვის. ასევე, ალტერნატიული ფილმების ჩვენების კულტურის დანერგვა და მათდამი ინტერესის გაძლიერება.
ოთხი დღის მანძილზე, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ თანამედროვე ფილმები, რომელთა ავტორები კანის ფესტივალის კრიტიკოსებმა ახალ ტალანტებად აღიარეს. ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში 2013-14 წლებში ნომინირებული ხუთი საუკეთესო ფილმი იქნება წარმოდგენილი.
კვირეულს დაესწრებიან კრიტიკოსთა კვირეულის სამხატვროდი რექტორი – ჩარლზ ტესონი, საფრანგეთის აუდიოვიზუალური ატაშე ფანი ობერი და რამდენიმე ფილმის რეჟისორი.
კრიტიკოსთა კვირეული წელს 54-ედ გაიმართა კანის კინოფესტივალის ფარგლებში და მის მთავარ მიზანს ახალი ტალანტების ძიება და მათი სამომავლო მხარდაჭერა წარმოადგენს. ეს სექცია კანის კინოფესტივალს 1961 წელს საფრანგეთის კრიტიკოსთა ასოციაციის ინიციატივით დაემატა. სწორედ კრიტიკოსთა კვირეულმა შეუწყო ხელი შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი რეჟისორების აღმოჩენას, მაგალითად: ბერნარდო ბერტოლუჩი, კენ ლოუჩი, ოთარ იოსელიანი, ლეო კარაქსი, თემურ ბაბლუანი, ფრანსუა ოზონი, ჟული ბერტუჩელი და სხვები.
ყოველწლიურად, კრიტიკოსთა კვირეულის ფილმების ჩვენების სურვილს მრავალი ქვეყანა გამოთქვამს, საქართველო წელს მეორედ უმასპინძლებს კრიტიკოსთა კვირეულს. ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით პირველად ასეთი პროგრამა თბილისში შედგა 2012 წლის შემოდგომაზე.
ბათუმში წარმოდგენილი ყველა ფილმი გამოირჩევა წარმატებული საფესტივალო ისტორიით, ეს წარმატება კი კრიტიკოსთა კვირეულზე მონაწილეობით დაიწყო.
პროგრამა:
Suzanne (2013)
სიუზანი
რეჟისორი: კატელ კიევერე
სცენარის ავტორები: მარიეტდ ეზერი, კატელ კიევერე
როლებში: სარაფორესტიე, ფრანსუა დამიენი, ადელ ენელი
ორ დას, სიუზანს და მარიას, დიდი სიახლოვე აკავშირებთ. მიუხედავად იმისა, რომ დედა ადრეულ ასაკშიგარდაეცვალათ, ბედნიერი ბავშვობა აქვთ. მათი მამა, ნიკოლასი, ოჯახს თავდაუზოგავად უძღვება.იგი ძალიან მოსიყვარულე, თუმცა ხანდახან უხეშია. სიუზანის ორსულობა, ყველაფერს ცვლის. ოჯახი იზრდება, მათ ახალი წევრი, პატარა ჩარლი შეემატებათ. წლების შემდეგ სიუზანი ხვდებაჟულიენს, რომელსაც არცთუ ისე კარგი რეპუტაცია აქვს. მათ თავდავიწყებით უყვარდებათ ერთმანეთი… სიუზანი ყველაფერს ტოვებს და მასთან ერთად გარბის.
Lunchbox (2013)
ლანჩბოქსი
“Dabba”(ორიგინალურისახელწოდება)
რეჟისორი: რიტეშ ბატარა
სცენარის ავტორი: რიტეშ ბატარა
როლებში: ირფანხანი, ნიმრატ კაური, ნავაზუდინ სიდიკი
“ლანჩბოქსის”, მუმბაის ცნობილი, მზა საკვების სახლში მიტანის სერვისის, თანამშრომლების შეცდომის წყალობით ახალგაზრდა დიასახლისიდა ასაკოვანი მამაკაცი ერთმანეთს ეცნობიან. ისინი წარმოსახვით სამყაროში იწყებენ ცხოვრებასდა ლანჩბოქსის გზავნილების საშუალებით ურთიერთობენ. ჩნდება საფრთხე, რომ შეიძლება ფანტაზიამ წყვილი თანდათანობით რეალობას დააშოროს.
The Kindergarten Teacher(2014)
ბაღის მასწავლებელი
“Haganenet”(ორიგინალურისახელწოდება)
რეჟისორი: ნადა ვლაპიდი
სცენარის ავტორი: ნადა ვლაპიდი
როლებში: სარიტლარი, ავი შნეიდმანი, ლიორ რაზი
საბავშვობაღის მასწავლებელი ხუთი წლის ბიჭუნაში განსაკუთრებულ პოეტურ ნიჭს აღმოაჩენს. ბავშვის ამ უნარით შთაგონებული და მოხიბლული მასწავლებელი გადაწყვეტს, მისი ნიჭი ყველასგან დაიცვას.
The Wild Ones (2012)
ველურები
“Lossalvajes” (ორიგინალურისახელწოდება)
რეჟისორი: ალეხანდროფადელი
სცენარის ავტორი: ალეხანდროფადელი
როლებში: ლეონელ არანსიბია, სოფია ბრიტო, მარტინ ქოთარი
ვესტერნისმსგავსად, ყველაფერი გაქცევით იწყება. არგენტინულ პროვინციაში ხუთი მოზარდი ძალის გამოყენებითგარბის გამოსასწორებელი სკოლიდან. პილიგრიმობისას ასობით კილომეტრს გადიან ფეხით, რომ აღთქმულ სახლს, თავშესაფარს მიაღწიონ, სადაც ცხოვრებას გააგრძელებენ. ისინი ნადირობენ საკვების მოსაპოვებლად, გზად სახლებს ძარცვავენ, ნარკოტიკებს მოიხმარენ, მდინარეში ბანაობენ, ერთმანეთში ჩხუბობენ, უყვართ: ეს ველურ ბუნებაში ერთგვარი მოგზაურობაა, რომელიც სულ მალე მისტიკურ ზღაპარს ემსგავსება სიმამაცესა და ღირსებაზე.
Maddened By His Absence(2012)
შეშლილი მის გარეშე
“Jʹenragede son absence” (ორიგინალური სახელწოდება)
რეჟისორი: სანდრინ ბონერი
სცენარის ავტორები: სანდრინ ბონერი, ჟერომ ტონერი
როლებში: უილიამჰარტი, ალექსანდრა ლემი, აუგუსტინ ლეგრანი
ათი წლის შემდეგ ჟაკი მამის მემკვიდრეობის მისაღებად საფრანგეთში ბრუნდება, საიდანაც ამერიკაში გაემგზავრა საცხოვრებლად, რომ თავი დაეღწია მტკივნეული წარსულისათვის, რომელიც ყოფილ ცოლთან, მადოსთან აკავშირებდა. მისი არყოფნის პერიოდში ქალმა ახალი ცხოვრება დაიწყო სტეფანთან ერთად, რომელთანაც 7 წლის პოლი ჰყავს. დაბრუნების შემდეგ ჟაკი და მადო კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, იგი შვილთან შეხევდრას სთხოვს მადოს, რომელიც ყოყმანობს, შემდეგ თანხმდება, მაგრამ ქმარს უმალავს. მალე ჟაკი და პოლი დაახლოვდებიან და მალულად ხვდებიან ერთმანეთს.