GE

კავკასიის ფრანგული სკოლის პროფესიებისა და განათლების მე-2 ფორუმი

28 მარტს, 10-დან 13 საათამდე კავკასიის ფრანგული სკოლა ატარებს პროფესიებისა და განათლების მეორე ფორუმს.

ღონისძიების მიზანია, უფროსკლასელი მოსწავლეები გაეცნონ პროფესიათა მაქსიმალურ რაოდენობას, რათა გააცნობიერონ მათ წინაშე მდგარი არჩევანის მასშტაბები.

ღონისძიების ფარგლებში კავკასიის ფრანგული სკოლის, მარი-ფელისიტე ბროსეს სახელობის სკოლის, სენტ-ეგზიუპერის სახელობის კოლეჯის, ევროპული სკოლის, ბრიტანულ-ქართული აკადემიის, ამერიკული აკადემიის, ბაქსვუდის სკოლის და თბილისის მე-14, 23-ე, 88-ე, 124-ე, 151-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, შეხვდნენ 60-მდე პროფესიის წარმომადგენლებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური