კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განსაკუთრებული შეთავაზებები აბიტურიენტებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტია საქართველოში. დასაქმებაზე ორიენტირებული სწავლება; გაცვლითი პროგრამები ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში; უახლესი სტანდარტების აუდიტორიები; სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები; წარმატებული და მაღალკვალიფიციური ლექტორები; გადახდის მოქნილი სისტემა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება – ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია, რაც მომავალ სტუდენტებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელოდებათ.
აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წელს არჩევანს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შეაჩერებენ, მრავალფეროვანი და მათ ინტერესებზე მორგებული წამახალისებელი შეთავაზებებით ისარგებლებენ.
საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, პირველკურსელები სწავლის პირველ სემესტრში ყოველთვიურ 100-ლარიან სტიპენდიასა და ლეპტოპს მიიღებენ, მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, კი ან 100-ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში ან ლეპტოპს.
თუ აბიტურიენტი 70%-იან ან 100%-იან სახელმწიფო გრანტს მოიპოვებს და, ამავე დროს, CIU პირველ ნომრად ექნება არჩეული, დარჩენილი სწავლის საფასური პირველი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება, ასევე მიიღებს ლეპტოპსა და 100-ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში.
მეორე სემესტრიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს, წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, შესაძლებლობა ექნება მოიპოვოს 100%-იანი, 50%-იანი ან 20%-იანი სტიპენდია, სწავლის საფასურის ოდენობით.
ფინანსური შეღავათებია ასევე ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებზე, რომლებიც მედლის ხარისხის შესაბამისად, 20%-იან ან 10%-იან დაფინანსებას მიიღებენ.
უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, სადაც სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და პროგრამების გამოყენებით ყალიბდებიან კონკურენტუნარიანი კადრები.
იხილეთ საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალი, შესაბამისი კოდით, სწავლის საფასურით, მისაღები ადგილების რაოდენობითა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების მითითებით:
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
1150104 / საერთაშორისო ურთიერთობები – 2500 ლარი / 80 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია);
1150103 / ჟურნალისტიკა – 2500 ლარი / 50 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია).
სამართლის ფაკულტეტი
1150102 / სამართალი – 2500 ლარი / 130 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია).
ბიზნესის ფაკულტეტი
1150111 / ფინანსები – 2500 ლარი / 50 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა);
1150110 / მენეჯმენტი – 2500 ლარი / 60 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია);
1150109 / ტურიზმი – 2500 ლარი / 70 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია);
1150112 / ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) – 4500 ლარი / 5 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური); მათემატიკა).
მედიცინის ფაკულტეტი
1150105 / მედიცინა (ერთსაფეხურიანი) – 3500 ლარი / 120 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია / არჩევითი – მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია);
1150106 / სტომატოლოგია (ერთსაფეხურიანი) – 2950 ლარი / 90 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია / არჩევითი – მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია);
1150107 / ფარმაცია – 2500 ლარი / 90 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია / არჩევითი – მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია);
1150108/ მედიცინა (ინგლისურენოვანი, ერთსაფეხურიანი) – 4950 ლარი / 20 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური); ბიოლოგია / არჩევითი – მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია).
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი
1150101 / ქართული მევენახეობა-მეღვინეობა – 2500 ლარი / 90 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია).
აირჩიე 115!
აქ შენი განვითარების სივრცეა!
ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!
-
CIU-ს თანამონაწილეობით წარდგენილი პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და ტოკაის უნივერსიტეტს (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი