კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ანა ჯალაღონიას ტრენინგი ჩაუტარდათ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში კარიერის განვითარების ცენტრის ინიციატივით, ტრენინგი: ,,ხელშეკრულება, როგორც სადაზღვეო პოტენციალისა და ვალდებულებათა დარღვევის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული დოკუმენტი“ – ჩატარდა.
დამსწრე საზოგადოებას ძირითადად კსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები წარმოადგენდნენ. უნივერსიტეტის ცნობით, კურსის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული ჩვევების დახვეწას.
ტრენინგს ,,ანა ჯალაღონიას საადვოკატო ბიუროს“ დამფუძნებელი და დირექტორი იურისტი ანა ჯალაღონია უძღვებოდა.
ხელშეკრულების სწორად შედგენა და დანართების სისტემა, მხარეების ვალდებულებები, ორგანიზაციის წესდება – ანა ჯალაღონიამ სტუდენტებთან კონკრეტული მაგალითები დეტალურად გაარჩია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ,,ანა ჯალაღონიას საადვოკატო ბიუროსთან“ გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, შემდეგი სემესტრიდან კსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ამ ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.
-
CIU-ს თანამონაწილეობით წარდგენილი პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და ტოკაის უნივერსიტეტს (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი