კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა
5 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისა და ფილოლოგის, ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: “ჭეშმარიტების თანამედროვე კრიზისი და პოსტ-ჭეშმარიტების სამყარო”.
შეხვედრაზე სპიკერმა პლატონის, არისტოტელეს, დეკარტეს, კანტის, ჰეგელის, ნიცშეს, ავგუსტინეს და სხვა ფილოსოფოსების მაგალითზე განიხილა ჭეშმარიტების არსი, იდეა და კონცეფცია.
განიხილა:
- როგორ ვლინდება ჭეშმარიტება ისტორიაში, რელიგიაში, ინსტიტუციებსა და ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში;
- როგორია მისი გაგება თანამედროვე და ანტიკურ სამყაროში;
- რითი განსხვავდება ჭეშმარიტებისა და პოსტჭეშმარიტების გაგება ერთმანეთისგან.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე; სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, თინათინ ერქვანია; უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU ჩემთვის დიდი ოჯახია, რომელიც პროფესიონალიზმითა და მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტებით გამოირჩევა“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში ლექცია – „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“ გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – სამეცნიერო კონფერენცია და მედიადაჯილდოების ცერემონია CIU-ში
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი