GE

კინოფესტივალი – “ყველაზე მოკლე დღე” გაიმართება

ფოტო –
9288

21 დეკემბერს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ორგანიზებით მოკლე ფილმების ფესტივალი – “ყველაზე მოკლე დღე” გაიმართება.

კინოფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

გთავაზობთ “ყველაზე მოკლე დღის” ფილმების პროგრამას:

“ტრანზიტში” – სედრიკ კლაპიში
“თხუთმეტი წლის ქვრივები” – ჟან რუში
“ყველა ბიჭს ჰქვია პატრიკი” – ჟან-ლიუკ გოდარი
“როკის სახსოვრად” – ფრანსუა რაიხენბახი

მაყურებელთა სურვილის შემთხვევაში პროგრამა შეიძლება შეივსოს შემდეგი ფილმებით:

“აისა” – კლემან ტრეინ-ლალანი
“გადახვევა პანამაში” – კარინ მე, ჰაკიმ ზუანი
“ეს სინათლესთან ერთად დადგება” – ლუსი ბოდინო
“შოპინგი” – ვლადილენ ვიერნი

ფილმები ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბ-ტიტრებით.

მისამართი: შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის გამზ. 40
დრო: 21 დეკემბერი, 19:00 საათი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური