„კლასში განსახილველი თემა ხშირად უნდა იყოს ტექსტების დადებითი ნიუანსები და პოზიტიური გამოცდილება“ – ქართულის სპეციალისტი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი ნინო ლომიძე მიიჩნევს, რომ ლიტერატურის გაკვეთილზე ტექსტების დადებითი ნიუანსები და პოზიტიური გამოცდილება კლასში განსახილველი თემა ხშირად უნდა იყოს.
საკუთარ პოზიციასთან ერთად, მასწავლებელი კოლეგებს მაგალითსაც უზიარებს:
“საზარელი კადრები ვრცელდება, როგორ იმეტებენ მოზარდები ერთმანეთს, როგორაა მომატებული ბულინგის, ჩაგვრის, ძალადობის ფაქტები.
პასუხისმგებლობა აქ ერთმნიშვნელოვნად საზოგადოებას, ჩვენ გვეკისრება. არასრულწლოვანი ირეკლავს იმას, რასაც ხედავს, ამოგვძახის იმას, რასაც ჩავძახებთ.
საკითხი, რასაკვირველია, კომპლექსურია, ამჯერად ერთ ასეთ ასპექტზე მინდა ყურადღება გავამახვილო:
თუ დავაკვირდებით, ლიტერატურის გაკვეთილებზე სამსჯელო და საკამათო თემებად ძირითადად მწვავე სიტუაციები ან დილემა-კონფლიქტები გვაქვს მიზანში ამოღებული.
არადა, ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიურ გამოცდილებაზე ყურადღების გამახვილება.
ისეთი ეპიზოდების შერჩევა და განხილვა, სადაც სიმწვავე ან მორალური დილემა კი არაა წარმოჩენილი, არამედ მოთხრობილია რაიმე სასიამოვნო, სადაც გმირები ერთმანეთზე ზრუნვას ავლენენ, მხარდაჭერის აქტია წინ წამოწეული ან პერსონაჟების ურთიერთდახმარებაა აღწერილი. შესაძლოა, პერსონაჟი თავად ქმედებდეს მხარდამჭერად საკუთარი თავისთვის.
ტექსტების დადებითი ნიუანსები და პოზიტიური გამოცდილება კლასში განსახილველი თემა ხშირად უნდა იყოს. ამასთან, ყველა საფეხურზე – დაწყებითშიც, საბაზოზეც და საშუალოზეც.
პროგრამის ათვისება-მოსწრების მარათონში ჩაბმულებს დრო ცოტა გვაქვს ხოლმე, მაგრამ ვახერხებთ…
დაწყებით საფეხურზე ამ ტექსტს გასაოცარი, დაუვიწყარი განხილვა ახლავს ხოლმე. გიზიარებთ გულითადად:
“მკვლევარი უშბა”
ასევე იხილეთ:
-
მთავარი პრობლემა სკოლებში, ანუ „რატომ არ უნდა იმუშაოთ სრული დატვირთვით?“ by განათლებული ბლოგი 7 აპრილი, 2025
-
როგორ გავუმკლავდეთ სასწავლო სტრესს – სტრატეგიები აბიტურიენტებისთვის და არამხოლოდ by განათლებული ბლოგი 26 მარტი, 2025
-
რატომ კარგავს მასწავლებელი ავტორიტეტს და როგორ შეიძლება აღვადგინოთ ის by განათლებული ბლოგი 18 მარტი, 2025