GE

კონკურსი – ”თარგმნე ქართული ზღაპრები ინგლისურად”

ამერიკულმა სასწავლო ცენტრმა “ლანგეითი” და ამერიკის მეგობართა კლუბმა 1 დეკემბრიდან გამოაცხადეს კონკურსი მთარგმნელებისთვის “თარგმნე ქართული ზღაპრები ინგლისურად”.

დაინტერესებულმა პირებმა 31 დეკემბრამდე ელექტრონულ მისამართზე infolangate@gmail.com უნდა გააგზავნონ ქართული ხალხური ზღაპრების: “კომბლე”, “ნაცარქექია”და “ასფურცელას” ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ტექსტები.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების შემდეგ ამერიკული ცენტრის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები საუკეთესო თარგმანებს შეარჩევენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური