„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
3 აპრილს, „ევროპის უნივერსიტეტისა“ და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში კონფერენცია, თემაზე – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენციას დიაბეტის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი, „ევროპის უნივერსიტეტის“ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ყურაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიების ფარგლებში, რამაზ ყურაშვილმა მედიცინასა და ხელოვნებას შორის არსებულ კავშირზე ისაუბრა. მან მიმოიხილა ხელოვნების სხვადასხვა ცნობილი ნამუშევარი და დამსწრე საზოგადოებას დაანახა, თუ რამდენად მჭიდრო და მრავალმხრივია ამ ორი დარგის ურთიერთკავშირი.
კონფერენციას „ევროპის უნივერსიტეტისა“ და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორები – ნინო ტალიაშვილი და ყარამან ქუთათელაძე ესწრებოდნენ.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი