SANGU-მ პოლონეთის ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა (სანგუ) პოლონეთის ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლასთან – (National Louis University (WSB-NLU), თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
უნივერსიტეტის მიერ 2 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობას და საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას.
თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა – მობილობის შესაძლებლობების გაფართოება;
- სამეცნიერო და აკადემიური აქტივობები – ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და მათი საერთაშორისო დონეზე გამოქვეყნება;
- საერთაშორისო ღონისძიებები – სემინარები, ვორქშოფები, კონფერენციები და საზაფხულო სკოლები.
აღნიშნული პარტნიორობა სანგუს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უხსნის ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებს და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი