GE

„კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბი“ და ილიაუნი ერთობლივ პროექტს იწყებენ

„კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბი“ და ილიაუნი იწყებენ ერთობლივ პროექტს, რაც გულისხმობს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ბიზნესკომპანიების მიდგომისა და არსებული პრაქტიკის შესწავლას. პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

28 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც CSR კლუბის სამდივნოს წევრებმა, კომპანია „ჯეპრას“, „IPM კვლევებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ წარმომადგენლებმა გააკეთეს კვლევის დიზაინის პრეზენტაცია. დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს დეტალურ ინფორმაცია პროექტის, მასში მონაწილეობის პირობებისა და უპირატესობების შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური