კრიტიკულად კითხვა – 20 წინადადება, რომელიც მოსწავლეებს და სტუდენტებს წაკითხულის გააზრებაში დაეხმარება
„ვეთანხმები“, „მომწონს“, „რა თქმა უნდა, დიახ“ , „გავიგე“, – ეს ის სიტყვებია, რომლებსაც მოსწავლეები მასწავლებლების შეკითხვებისგან გასაქცევად ყველაზე ხშირად იყენებენ, მაგრამ რამდენად გულწრფელია მათი პასუხები? მოწონება-არმოწონება მნიშვნელოვანია, მაგრამ ასე ფიქრობენ, როგორც ერთი სიტყვით გადმოგვცემენ ან საერთოდ, აქვთ პასუხი თქვენს შეკითხვებზე? შესაძლოა, არა. „გულით“ წაკითხვას თან ახლავს ემოციები, რომლებიც მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი სიტყვებით ვერ გადმოიცემა, მას მსჯელობა, არგუმენტები, მიზეზები, საკუთარი გამოცდილების გაზიარება უნდა ავსებდეს. პრობლემა ისაა, რომ მოსწავლეები წაკითხულის შესახებ არ ფიქრობენ საკმარისად ბევრს, მაგრამ არსებობს ფრაზები, რომლებიც მათ ამას აიძულებს და შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ტექსტისკენ არაერთხელ მიაბრუნებს. ეს ფრაზები დაყოფილია კატეგორიებად, რათა მოსწავლისთვის საუბრის გამარტივების საუკეთესო გზა ვიპოვოთ:
კატეგორია, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება ისაუბროს საკუთარ თავზე, როგორც მკითხველზე
- აქ შევამჩნიე, რომ…
- როცა ვკითხულობდი, ვიგრძენი, რომ ჩემი ფიქრები/ემოციები…
- როცა ვკითხულობდი, ის დამეხმარა მე…
- ტექსტმა ჩემში შეცვალა…
- თუ მე… შემდეგ ტექსმა შეძლო…
- მე შეიძლება არაობიექტური ვიყო … შესახებ, ასე რომ…
- მე თავი კარგად ვიგრძენი როცა წავიკითხე ეპიზოდი … შესახებ
კატეგორია, რომელიც მოსწავლეს კონკრეტულ თემაზე საუბარს გაუმარტივებს
- მე არ ვიცოდი, რომ…
- მე ვიცოდი, რომ… მაგრამ არ ვიცოდი…
- ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ თემის იყო…
- მნიშვნელოვანია შევამჩნიოთ, რომ…
- მე მომინდა უფრო მეტი წავიკითხო … შესახებ
კატეგორია ავტორის შესახებ საუბრისთვის
- ავტორი საუბრობს … , რაც დამეხმარა გამეგო, რომ
- ავტორი გულისხმობს…
- ავტორი ცდილობს დაგვანახოს…
- მომეჩვენა, რომ ავტორს უნდოდა…
- ავტორი რამდენჯერმე უბრუნდება იდეას…
- მკითხველი მწერალმა დაარწმუნა, რომ …
საუბარი ტექსტის შესახებ
- სათაურიდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ ტექსტი შეეხებოდა…
- … არის ფაქტი და … არის მხოლოდ მოსაზრება
- ტექსტი …. განგვაწყობს … მიმართ
- ავტორის წერის სტილი არის… , რომელიც…
წყარო: teachthought