GE

ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი “ცოცხალი წიგნები” აწსუ-ში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოეტები: მანანა ჩიტიშვილი, ტარიელ ხარხელაური, ბათუ დანელია და პროზაიკოსი ნინო გუგეშაშვილი სტუმრობდნენ. უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში პოეზიის საღამო მოეწყო, ასევე მკითხველს “ლიტერატურული გაზეთი” წარუდგინეს.

მწერლების მკითხველთან შეხვედრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურულ – საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში შედგა.

პროექტი გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სკოლებში, თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm