აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფოთსა და ზუგდიდში საინფორმაციო-შემოქმედებითი ტურნე გამართა
2026 წლის 1-2 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფოთსა და ზუგდიდში საინფორმაციო-შემოქმედებითი ტურნე გამართა და ახალგაზრდებს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროგრამები წარუდგინა.
ტურნეს მიზანი იყო ახალგაზრდების მხარდაჭერა სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების უკეთ გაცნობასა და სამომავლო კარიერული განვითარების პერსპექტივების წარმოჩენაში.
1 ივნისს უნივერსიტეტი ფოთს ეწვია და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებაში ჩაერთო. 2 ივნისს კი საინფორმაციო-შემოქმედებითი ტურნე ზუგდიდში გაგრძელდა.
ფოთის ცენტრალურ პარკსა და ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის პარკში მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის ფაკულტეტები, რომლებიც დამთვალიერებლებს სთავაზობდნენ თვალსაჩინოებებს, სამეცნიერო-პრაქტიკულ აქტივობებს, სახალისო ვიქტორინებსა და ბრენდირებულ საჩუქრებს.
ფოთში უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ აქტივობებს გაეცნენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, მერის მოადგილე ლექსო თოდუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზუგდიდში კი საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს ვიცე-მერებმა ნუგზარ გაბელიამ და გიორგი ხვიჩიამ, მწერალმა ლაშა გვასალიამ და ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
ორივე ქალაქში ღონისძიებებმა მნახველთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ბავშვებისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა, რომლებიც დიდი ინტერესით ეცნობოდნენ უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ მრავალფეროვან აქტივობებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდებთან ურთიერთობას, მათი პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობასა და შემეცნებითი განვითარების მხარდაჭერას. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებს საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებაში, რაც წარმატებული პროფესიული მომავლის დაგეგმვის მნიშვნელოვანი საფუძველია.
-
ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო, მიყვარხარ!“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ივანე ჯავახიშვილი – 150“ – საიუბილეო ღონისძიებები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი



