GE

მაიოლის მუზეუმში დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

2014 წლის 17 სექტემბერიდან 2015 წლის 15 თებერვლამდე მაიოლის მუზეუმი უმასპინძლებს დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენას. ექსპოზიცია წარმოადგენს კაკაბაძის 40 ნამუშევარს, მათ შორის კონსტრუქციულ-დეკორატიულ კოლაჟებს და სხვადასხვა პერიოდის გრაფიკას, ზეთის და აკვარელის ნამუშევრებს.

საფრანგეთში გამოფენის მოწყობის ხარჯებს აფინანსებს საქართველოს კულტურის სამინისტრო და კომპანია სილქნეტი.

მაიოლის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია წარმოადგენს ფრანგი მოქანდაკის და მხატვრის არისტიდ მაიოლის ნამუშევრებს, მაგრამ მუზეუმი ასევე ცნობილია დროებითი გამოფენების განსაკუთრებით მაღალი ხარისხით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური