GE

მარიამ ჯაშის მტკიცებით, მის კომიტეტის ტერმინის “ლიბერალური” კანონიდან ამოღებისთვის მხარი არ დაუჭერია

პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ მის კომიტეტს განათლების შესახებ კანონიდან ტერმინის „ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპეზე დამყარებული“ ჩანაწერის ამოღებისთვის მხარი არ დაუჭერია.

„ინფორმაცია რომელიც ვრცელდება, არის შორს სიმართლისგან. მე მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, რომელთა მხრიდანაც მოხდა საკმაოდ საფუძვლიანი კრიტიკის გაჟღერება. კომიტეტს არ დაუჭერია და არ დაუჭერს მხარს „ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების“ ჩანაწერის ამოღებისთვის კანონიდან. გუშინ კომიტეტი იხილავდა ინიციატივას, რომლის მთავარი პრინციპული მიზანი გახლდათ ზოგადი განათლების კანონის მე-3 მუხლის დაახლოვება ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის 29-ე მუხლთან. თავად პრინციპების დონეზე, რომ ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისიო მასშტაბით ყველაზე ფართოდ რატიფიცირებულ დოკუმენეტს იყო მისასალმებელი. პრინციპების დონეზე ჩვენ დავუჭირეთ CRS -ის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას და არა კონკრეტულად რომელიმე ჩანაწერის ამოღებას ან ჩანაცვლებას. მე ვეწინააღმდეგებოდი და განათლების სამინისტროდანაც იყო უარყოფითი პოზიცია ამ ჩანაწერის ამოღებასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მიუხედავად ამ განცხადებისა, ცნობილია, რომ გუშინდელი კომიტეტის მიმდინარეობა ტრანსლირდებოდა და აღნიშნულ ცვლილებას მომხრეებთან ერთად მოწინაღმდეგეებიც ჰყავდა კენჭისყრის დროს.  კანონპროექტს ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.

სიტყვას „ლიბერალური“ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან ამოიღებენ

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური