მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეცვლილი სქემა ძალაში შევიდა – დოკუმენტი
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმოწერით ცვლილება შევიდა. განახლებული დოკუმენტი დღეს გამოქვეყნდა.
აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე შემუშავდა ახალი დადგენილება, რომლითაც მასწავლებლებმა და სპეციალურმა მასწავლებლებმა უნდა იხელმძღვანელონ.
გაითვალისწინეთ, პირი, რომელიც ამ დადგენილების ამოქმედებამდე მასწავლებლის შესაბამისი სტატუსით (გარდა პრაქტიკოსისა) განაწილებული იყო სქემაში და ამ დადგენილების ამოქმედების თარიღისათვის მასწავლებლის აღნიშნული სტატუსით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უნარჩუნდება მასწავლებლის არსებული სტატუსი.
დადგენილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.
პრაქტიკოს მასწავლებელთა 2020 წლის გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება – რა ცვლილებები შევიდა სქემაში
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან