GE

„მასწავლებელთა ხელფასების ზრდა აუცილებლად მოხდება“ – განათლების მომავალი მინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მომავალი მინისტრის განცხადებით, მასწავლებელთა საკითხი უმნიშვნელოვანესია ბევრი მიმართულებით და ამ კუთხით, აუცილებლად იქნება ცვლილებები. ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია პედაგოგებისა და მასწავლებლების საკითხი. აქაც ბევრი გადასაჭრელი პრობლემაა, დაწყებული მასწავლებლის რეპუტაციის ამაღლებით, კიდევ, რაც ყველაზე მთავარია – ფინანსური საკითხები. როგორც მე ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა მიდის, რომელიც შეეხება მასწავლებლის ანაზღაურების სისტემის გადახედვას და ამ გადახედვაში იგულისხმება სწორედ ფიქსირებული და საათობრივი ბალანსის დაცვა. თუმცა ამ მიმართულებით არის სამუშაო. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა და პრემიერმაც განაცხადა, მოხდება პედაგოგების ანაზღაურების ზრდა. დეტალებზე ამჟამად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების მინისტრობის კანდიდატი: ჩვენი თვითმიზანი არ არის ერთჯერადი კოსმეტიკური ცვლილებები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური