GE

მათემატიკის საშინაო დავალების შესრულებაში AutoMath Photo Calculator-ი დაგეხმარებათ

ყველა მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც საკუთარი შვილის საშინაო დავალების შესრულებაში დახმარებაზე საპასუხოდ უწევს აღიარება, რომ ყველა ეს იქსი, წილადი და ინტეგრალი დავიწყებას მიეცა. თუმცა, ახლა უკვე არსებობს კალკულატორი-საოცრება Android-ისათვის, რომელიც დაეხმარება თქვენს სკოლის მოსწავლეს მათემატიკაში მშობელზე უკეთესად.

AutoMathPhotoCalculator-ი არის პროგრამა, რომელსაც შეუძლია აღიქვას მაგალითი თქვენი ტელეფონის კამერის მეშვეობით და მაშინვე გამოთვალოს პასუხი. ამასთან, მისთვის ნაცნობია 250-ზე მეტი მათემატიკური ფუნქცია, მას შეუძლია ინტერნეტის გარეშე მუშაობა.

ასე გამოიყურება იგი პრაქტიკაში:

როგორ გამოვიყენოთ AutomathPhotoCalculator

პროგრამას შეუძლია გამოიყვანოს მაგალითები, რომლებშიც არის: მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, წილადი, უტოლობა, კვადრატული ფესვი, ტრიგონომეტრიული ფუნქციები, განტოლება და ა.შ.

თუმცა, ყველაზე შესანიშნავი რაც AutoMathPhotoCalculator-ს გააჩნია, არის პასუხის გამოთვლის დეტალური ალგორითმის ჩვენება. უახლოეს განახლებაში პროგრამის ავტორი გვპირდება განტოლებათა სისტემის ამოხსნის შესაძლებლობის დამატებას, აგრეთვე გრაფიკების აგებასა და ხელით დაწერილი მაგალითების გარჩევას!

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის პროგრამა ხშირად ცდება მათემატიკური ფორმულების გარჩევისას, მისი გამოყენება სავსებით შესაძლებელია. ამასთან, AutoMathPhotoCalculator-ში არის ინტეგრირებული რედაქტორი, რომლის მეშვეობით შეძლებთ შეასწოროთ პროგრამის მიერ შეცდომით აღქმული სიმბოლოები.

საერთო ჯამში, პროგრამა ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც სჭირდება დახმარება მათემატიკის, ალგებრის, ტრიგონომეტრიისა და მათთან დაკავშირებული დისციპლინების დაუფლებაში.

პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ ბმულიდან.

წყარო: lifehacker.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური