GE

განათლების მინისტრის დავალებით გრიფირების საკითხის შესწავლა შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო

მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის დავალებით გრიფირების საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა,  ფაქტობრივად თანამდებობაზე დანიშვნისთანავე არაერთხელ  დააფიქსირა პოზიცია, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები იკვეთებოდა, რის წინაშეც სამწუხაროდ, პროცესის ფინალურ ეტაპზე აღმოვჩნდით.

აღნიშნულ  საკითხს უკვე სწავლობს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტრო ყოველდღიურად იღებს ახალ ინფორმაციას ხარვეზების თაობაზე, საკითხის შესწავლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ იმასაც, რომ სამინისტრო იქნება აბსოლუტურად ღია ყველა დაინტერესებულ მხარესთან და არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი. ვაპირებთ შეხვედრას ყველა მხარესთან, მათ შორის გამომცემლებთან, რათა   ობიექტური ინფორმაცია მათგან მივიღოთ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალ სასწავლო წელს, მოსწავლეები შინაარსობრივად და ტექნიკურად  გაუმჯობესებულ ახალი სახელმძღვანელობით ისწავლიან“, – ნათქვამია მიხეილ ბატიაშვილის უწყების განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„გიგაურის საქმე“ – მასალები სამხარაულის ექსპერტიზას 30 ივლისამდე არ გადაუგზავნეს!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური