„გიგაურის საქმე“ – მასალები სამხარაულის ექსპერტიზას 30 ივლისამდე არ გადაუგზავნეს!
როგორც ცნობილია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საინფორმაციო ტექნოლოგიების“ სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს. ამის მიზეზი კი გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, რომელშიც მინისტრის მოადგილე, ლია გიგაურის დის მხრიდან ისტ–ის სახელმძღვანელოს სავარაუდო ლობირებაზეა საუბარი. საკითხზე „სტუდია მონიტორმა“ იმუშავა და ფილმი მოამზადა. ჟურნალისტური გამოძიებისას მოპოვებული მასალების თანახმად, ლალი გიგაური, სავარაუდოდ, გრიფირების კონკურსში შეტანილი სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობდა და ამასთან, სავარაუდოდ იყო „დიოგენეს” გამომცემლობის მიერ მომზადებული ერთ-ერთი სახელმძღვანელოს რეცენზენტიც.
ზემოაღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისთანავე, განათლების მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილე, თეიმურაზ მურღულიამ, 3 ივლისს საგანგებო ბრიფინგი გამართა და ამტკიცებდა, რომ ფილმი შესწავლის მიზნით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს არაუგვიანეს 4 ივლისსა გადაეგზავნებოდა. თუმცა დანაპირები არ შესრულებულა. 30 ივლისს, მასალების სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მოკითხვის შემდეგ, EDU.ARIS.GE -ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უდასტურებს, რომ ამ დრომდე მასალები გადაგზავნილი არ ყოფილა და აღნიშნული სამინისტრომ ჩვენი მიმართვის შემდეგ განახორციელა. ასევე, მოითხოვა, რომ ბიურომ საქმე დაჩქარებულ ვადებში შეისწავლოს.
„სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, გრიფირების პროცესში ერთ-ერთ სახელმძღვანელოსთან („საინფორმაციო ტექნოლოგიები“) დაკავშირებით შესაძლო ხარვეზის ამსახველი მასალები 30 ივლისს გაეგზავნა.
იმის გათვალისწინებით, რომ მასალების ექსპერტიზაზე გადაგზავნის გადაწყვეტილება, მოსაზრებების განმხილველმა დროებითმა კომისიამ 10 ივლისის #4 ოქმის საფუძველზე მიიღო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პირადად შეისწავლის საკითხს, თუ რატომ დაგვიანდა მასალების გაგზავნა ექსპერტიზისთვის“, – ვკითხულობთ მიხეილ ბატიაშვილის უწყებიდან მიღებულ საპასუხო წერილში.
შეეწირება თუ არა პროცესის გაჭიანურებას, მიხეილ ბატიაშვილის მინისტრად დანიშვნამდე ამ საქმის შესრულებაზე პასუხისმგებელი რომელიმე პირი, ამას დრო გვიჩვენებს. EDU.ARIS.GE კი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გამოქვეყნებამდე დროის ათვლას იწყებს:
განათლების სამინისტროს 80-დღიანი „მოგზაურობა“ გიგაურის საქმის გარშემო
განათლების სამინისტრომ 1-6 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეაჩერა
რატომ გაჭიანურდა 31 მაისს დასასრულებელი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი?
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება