GE

MIT-ში გადასამზადებლად გასაგზავნი ლექტორების შესარჩევი კონკურსი გრძელდება

შენი კარიერული განვითარების უნიკალური შესაძლებლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და შანსი – გახდე SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი ისევ გაქვს!

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი სრულად დაფინანსებულ ანტრეპრენერული განათლების პროგრამაზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) (ამერიკა) გრძელდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია SEU-ს აკადემიურ პერსონალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ან ამ სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს, ვინც მომავალში SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი გახდება.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან MIT-ის “დისციპლინირებული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს”, სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან “დისციპლინირებული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის და 15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას”. ასევე, გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებს და პროგრამებს. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდება 2026 წლის 12 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს დაუფინანსდებათ პროგრამაში მონაწილეობის, მგზავრობის და საცხოვრებლის ხარჯი.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU MIT-ის სამეწარმეო ცენტრის -Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network(GLEEN) თანადამფუძნებელია მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად. ქსელის მისიაა ინოვაციებზე ორიენტირებული ანტრეპრენერული ცოდნის გაძლიერება და სტუდენტებისთვის განათლების მიცემა. მისი მიზანია MIT-ის გამოცდილი მეთოდების და სქემების გავრცელება და განვითარება, რათა შეიქმნას წარმატების ერთიანი სტანდარტი და გაუმჯობესდეს გლობალური ანტრეპრენერული განათლების ეკოსისტემა.

რას შეისწავლიან შერჩეული კანდიდატები MIT-ში:

„კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან MIT-ის „დისციპლინირებული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს”, სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან „დისციპლინირებული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის და 15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას”. ასევე, გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებს და პროგრამებს. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდება 2026 წლის 12 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს დაუფინანსდებათ პროგრამაში მონაწილეობის, მგზავრობის და საცხოვრებლის ხარჯი“, – განმარტავენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის უნდა წარმოადგინოთ:

სააპლიკაციო დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე:

  • პასპორტის ასლი;
  • CV;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ინგლისური ენის (B2/C1) დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სასურველია აკადემიურ-საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილება;
  • სტარტაპ ეკოსისტემის ცნობა და მისი განვითარების სურვილი;
  • მაგისტრის ხარისხი.

კანდიდატების შერჩევა მოხდება მიღებული დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე.

სარეგისტრაციო ბმული

საბუთების მიღების ვადა: 14 ივლისი – 31 ივლისი, 18:00 საათი, 2025 წელი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: exchange@seu.edu.ge

რატომ არის მნიშვნელოვანი SEU-სა და MIT-ს პარტნიორობა?

  • თანამშრომლობის ფარგლებში SEU, ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსში, აგზავნის ლექტორებს MIT-ის კამპუსში გადამზადების ანტრეპრენერულ პროგრამაზე. გადამზადებული ლექტორები SEU-ს სტუდენტებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.
  • SEU ყოველწლიურად სტუდენტებს სრული დაფინანსებით, აგზავნის მასაჩუსეტსში, სადაც ისინი სამი კვირის განმავლობაში MIT-ის სტუდენტებთან ერთად, MIT-ის კამპუსში StartMIT მეწარმეობის პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობენ.
  • SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო კურსის ფარგლებში მიიღებენ SEU-სა და MIT-ის ორმაგ სერტიფიკატს.
  • SEU-ს ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო სტარტაპ-აქსელერატორი, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ინტეგრირდება.
  • რეგიონში მხოლოდ SEU-ს სტუდენტებსა და ლექტორებს აქვს ულიმიტო წვდომა Orbit-ზე. SEU-ს აკადემიური პერსონალი უკვე იმყოფებოდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT), სადაც მონაწილეობა მიიღეს MTC | MIT-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში და ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის სხვა დამფუძნებლებთან ერთად იმუშავეს ქსელის განვითარებასა და გაძლიერებაზე.

ცნობისთვის: MIT წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. ის 1861 წელს დაარსდა და QS World University Ranking-ში 2024 წლის მონაცემებით პირველ ადგილს იკავებს უნივერსიტეტების როგორც ზოგად რეიტინგში ისე ტექნოლოგიური მიმართულებით. ასევე, წარმატებული, ინოვაციური სტარტაპების რაოდენობით ლიდერია მთელს მსოფლიოში. Martin Trust Center for MIT Entrepreneurship კი არის MIT-ის მნიშვნელოვანი ნაწილი სამეწარმეო ნიჭის განვითარებისთვის და ტექნოლოგიური ინოვაციების წარმართვისთვის.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური