მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია დღეს იწყება – ვადები, ინსტრუქცია და პროგრამების ცნობარი
დღეს, 28 იანვარს, 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) ავრცელებს.
EMIS-ის ცნობით, რეგისტრაცია 11 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მიმღები უნივერსიტეტებისა და პროგრამების ცნობარი
- დარეგისტრირდით დროულად;
- შეარჩიეთ სასურველი პროგრამები და დაალაგეთ პრიორიტეტის მიხედვით;
- გადაიხადეთ მობილობის საფასური;
- რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე ყურადღება მიაქციეთ სასურველ პროგრამაზე გამსვლელ ქულას.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ელექტრონულ პორტალს
იხილეთ მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვიდეო-ინსტრუქცია
მობილობის შედეგები 16 თებერვალს, ელექტრონულ პორტალზე, სტუდენტის პირად პროფილში გამოქვეყნდება.
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
ჟურნალში შეფასების კორექტირება გასული დროით – როგორ უნდა მოითხოვოს პედაგოგმა ეს უფლება
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
„განმსაზღვრელი – განმავითარებელი შეფასების კორექტირება“ – ცვლილება ელექტრონულ ჟურნალში
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა