GE

„მოძალადეთა აღზევებას საზოგადოება უწყობს ხელს“ – რა არგუმენტებით იმსჯელა თემაზე გორელმა აბიტურიენტმა

გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ნანიკო ჯავახიშვილი EDU.ARIS.GE-ს იმ არგუმენტებს უზიარებს, რაც მან ქართულის გამოცდაზე მოსულ გასაანალიზებელ წერით დავალებას დაუპირისპირა.

„მოძალადეთა აღზევებას საზოგადოება უწყობს ხელს“ – გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველიდან“ გამომდინარე იყო ეს ძალიან საინტერესო თემა და ამაზე მოვიყვანე არგუმენტები თანამედროევეობიდან, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანების აღზევებას, ხშირ შემთხვევეაში, საზოგადოების გულგრილობა უწყობს ხელს. მაგალითად, გახშირებული მკვლელობები ახალგაზრდებში, ავტობუსსა თუ ქუჩაში. ამიტომ, სწორედ ადამიანების გულგრილობაა ის, რომ იმ მომენტში არაფერი კეთდება. მოძალადისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მსხვერპლი – ოჯახის წევრი, ბავშვი თუ სხვა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანის შვილებიც მოძალადეები იზრდებიან და ვამბობ, არა ძალადობას! მე ვამართლებ ამ თემის მოსვლას გამოცდაზე, რადგან აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საინტერესოა“, – გვითხრა ნანიკო ჯავახიშვილმა.

მომავალმა მსახიობმა ლიტერატურიდან მოყვანილი არგუმენტებიც გაგვიმხილა.

„ლიტერატურიდან მოვიყვანე მაგალითები შალვა დადიანის პიესიდან „გუშინდელნი“. დავწერე როგორ ახდენს გონებრივ ზეგავლენას ქართველ მოსახლეობაზე ეს რუსი გენერალი, რომელიც ჩამოსულია და იმის ნაცვლად, რომ ხალხის პრობლემები მოისმინოს, აქეთ ძალადობს მათზე. ჩვენს ქვეყანას ჩირქს სცხებს და ხალხი ვერ გამოხატავს მის მიმართ პროტესტს, რადგან დაჩაგრულები არიან ამ შემთხვევაში. ეს არგუმენტები მოვიყვანე და ვფიქრობ, რომ სწორადაც“, – გვითხრა აბიტურიენტმა.

კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელმაც საგამოცდო ცენტრი დატოვა გვეუბნება, რომ გამოდაზე ამ თემის მოსვლას ამართლებს, რადგან დღეს ქვეყანაში ძალადობა გახშირებულია და ყველამ უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ პრობლემა აღმოიფხვრას.

„ზუტად ვერ გეტყვით ზედმიწევნით რა დავწერე, მაგრამ ვიცი, რომ საზოგადოების ბრალია მოძალადეების აღზევება. ხშირად ჩვენ ვაფარებთ ხელს მათ საქციელს და ამიტომ მძიმე შედეგებამდე მივდივართ. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვეძლო ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენს გარშემო მსგავსი შემთხვევები თითქმის ყოვედღიურად ხდება და ადამიანები დუმან. არა ძალადობას!“, – გვითხრა თათია გიორგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 ივლისს, 2022 წლის აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში კვლავ ორ სესიად აბარებენ.

გამოცდების ცენტრი ქართულის გამოცდის პირველი სესიის დავალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური