გამოცდების ცენტრი ქართულის გამოცდის პირველი სესიის დავალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების ერთ-ერთ ვარიანტში არსებული დავალების შესახებ პოლიტიკური ხასიათის შეფასებებს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთი დავალების შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დავალებაში მოცემული იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები „ამაყი“, რომელიც ეხება თავისუფლებისათვის ბრძოლის თემას. ამ ტექსტს მოჰყვებოდა 10 კითხვა არჩევითი პასუხებით. ამის შემდეგ მოცემული იყო მითითება ტექსტის ანალიზისთვის, რასაც ასეთი შინაარსი ჰქონდა: აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული.
სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალებისგან აღნიშნულ საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
ვინაიდან, დღეს დაიწყო გამოცდები და რეგისტრირებულია 90 000-ზე მეტი გამოსაცდელი, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია საკითხის პოლიტიზება, რადგან მსგავსი ტიპის ინფორმაციებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აპლიკანტებზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცდილობენ გამოცდების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
თითოეული ჩვენგანის მიზანია მივცეთ აბიტურიენტებს ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთხოვთ ტესტის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოთ მისი შეფასებებისგან. მანამდე კი დაინტერესებულ საზოგადოებას თავად შეუძლია გაეცნოს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს”, – ვკითხულობთ გამოცდების ცენტრის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები და III ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები, გასაჩივრების წესი, გამსვლელი ქულები და სწორი პასუხები by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ცნობილია სად და როდის ჩატარდება გამოცდა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი