GE

მოსწავლეებს შორის ჩხუბის შედეგად ერთ-ერთი მძიმედ დაშავდა

თბილისის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბის შედეგად ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა, მას ყბა აქვს მოტეხილი, დაზიანებები აქვს კისრის არეში და ტვინის შერყევა აღენიშნება.

ჩხუბის ფაქტს ადასტურებენ თვითმხილველი სლკოლის მოსწავლეებიც და ამბობენ, რომ ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ჯგუფური ჩხუბი მოსწავლეებს შორის სპორტის გაკვეთილზე მოხდა.

“ბიჭებს უჩხუბიათ სპორტის დარბაზში. ერთმა ცემა და ის ბავშვი საავადმყოფოში წევს. პოლიციაც მოვიდა და 112-იც, ერთი ამბავი იყო ატეხილი”.

“მეექვსე გაკვეთილი იყო და ჩვენ უკვე მივდიოდით, დასვენება იყო. ამ დროს მოხდა ჩხუბი, მემგონი გოგოზეო, ასე ამბობენ. ბოლოს უკვე მაგრად ცემეს მე-10 კლასელი, ამიტომ იყო პოლიცია. მასწავლებელმა გვითხრა ისეთი არაფერი არ აქვსო”, – ყვებიან სკოლის მოსწავლეები.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი ამბობს, რომ “წაკინკლავება” მოსწავლეებს შორის სპორტის დარბაზში ბურთის გამო მოხდა.

“მე მომეცი ბურთიო, აი ამის გამო წაკინკლავდნენ. მე-11 კლასელებს შორის მოხდა. ეს მოხდა წამიერად და ჩვენს ექიმთან მაშინვე მივიყვანეთ ბავშვი. ამჟამად სახლშია, ჰქონდა ტვინის შერყევა, მაგრამ მძაფრი არა. ყველა საქმის კურსში იყო”, – ამბობს სკოლის დირექტორი ლორინა კვარაცხელია.

მთავარი არხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური