GE

მოსწავლის სემესტრული შეფასების დადასტურების მოხსნა ელექტრონულ ჟურნალში – ინსტრუქცია

სასწავლო წლის დასასრულს, ელექტრონულ ჟურნალში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია სემესტრული შეფასების მოხსნა, რომელსაც ახორციელებს სკოლის დირექტორი ან უფლებამოსილი პირი.

როგორც 2 ივნისს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განმარტავს, სემესტრული შეფასების დადასტურების მოხსნისას სპეციალური ვიიდეო ინსტრუქციით უნდა იხელმძღვანელოთ:

როგორ მოხსნას დირექტორმა/უფლებამოსილმა პირმა სემესტრული შეფასების დადასტურება

გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა მშობელი ან მოსწავლე თვლიან, რომ ელექტრონულ ჟურნალში არასწორადაა დათვლილი სემესტრული შეფასება, ამისთვის უნდა გადამოწმდეს შემდეგი 3 პირობა, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მოსწავლის სემესტრული შეფასების გამოთვლაზე:

  • ხომ არ უფიქსირდება მოსწავლეს ელექტრონულ ჟურნალში შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება: თუ მოსწავლეს უფიქსირდება (არ აქვს მნიშვნელობა რომელ სწავლების ტიპზე იყო, დისტანციურზე თუ დასწრებულზე), შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება, სემესტრული შეფასების გამოთვლის დროს აღნიშნული შემაჯამებელი დავალება სისტემაში ფიქსირდება 0 ქულით. მშობელი და მოსწავლე ცალ-ცალკე უნდა შევიდნენ ელექტრონული ჟურნალის მოდულში „მთავარი“ და დაათვალიერონ შეუფასებელი შემაჯამებლების ჩამონათვალი.
  • ხომ არ უფიქსირდება მოსწავლეს ელექტრონულ ჟურნალში შეუფასებელი შემაჯამებელი დავალების აღდგენა: თუ მოსწავლეს ელექტრონულ ჟურნალში უფიქსირდება შეუფასებელი შემაჯამებელი დავალების აღდგენა, ელექტრონული ჟურნალი აღნიშნულ შეუფასებელ შემაჯამებელი დავალების აღდგენას სემესტრული შეფასების გამოთვლის დროს ანგარიშობს შეფასებით 0 და აღნიშნული იღებს მონაწილეობას შეფასების გამოთვლისას. ამის შესამოწმებლად, მშობელი და მოსწავლე უნდა შევიდნენ მოდულში „საგნები“ და შეარჩიონ სასურველი საგანი.
  • ხომ არ უფიქსირდება მოსწავლეს შეუფასებელი გამოცდა: ამის დასაფიქსირებლად, მშობელი და მოსწავლე უნდა შევიდნენ მოდულში „გამოცდები“, შეარჩიონ გამოცდის ტიპი და ნახონ, უწერია თუ არა შეფასება და იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ან მოსწავლე აღმოაჩენენ, რომ მოსწავლეს უფიქსირდება შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება, შეუფასებელი შემაჯამებელი დავალების აღდგენა და შეუფასებელი გამოცდა, უნდა მიმართონ კლასის დამრიგებელს ან საგნის პედაგოგს. მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ და სთხოვონ შეფასების ასახვა.

მშობლებსა და მოსწავლეებს სემესტრის განმავლობაში კონკრეტულ საგანში დაწერილი შეფასებების გადამოწმება შეუძლიათ ქვემოთ მოცემული სქემების მიხედვით:

მოსწავლისათვის

მშობლებისათვის

ასევე იხილეთ:

ელექტრონული ჟურნალის ახალი ფუნქციონალების გამოყენების ინსტრუქციები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური