GE

საკლასო „ომების“ მოგვარება, ანუ დისციპლინის კარგი მეთოდები

დისციპლინა, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, მართონ საკუთარი ქცევა ისე, რომ ეს მათ სწავლაში დაეხმაროს, ყველა მასწავლებლის დიდი ხნის მიზანია. მრავალი გზა არსებობს იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ კლასში კარგი დისციპლინის ჩამოყალიბებას, თუმცა იქამდე უნდა ვიცოდეთ თავად სკოლის მითითებები დისციპლინური პროცედურების შესახებ.

წესები მარტივია. დააწესეთ რაც შეიძლება ნაკლები და მარტივი საკლასო წესები.

საკლასო კონფლიქტების მოგვარება

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე პრაქტიკული წინადადება საკლასო ოთახში გაბრაზებულ მოსწავლესთან გამკლავებისთვის, მოსწავლესთან, რომელიც ეწინააღმდეგება თქვენს ავტორიტეტს და კონტროლს არ ექვემდებარება:

  • ხმა არ ამოიღო.
  • შეეცადეთ, იყოთ მშვიდი და რაციონალური.
  • არ შეეხოთ აღგზნებულ ან გაბრაზებულ მოსწავლეს.
  • შეეცადეთ, მოსწავლე მჯდომარე მდგომარეობაში დარჩეს. ხშირ შემთხვევაში, ეს შეუძლებელია. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მას მჯდომარე დარჩენა, რათა მან აგიხსნათ, რა არის არასწორი.
  • იყავით დამამშვიდებელი როგორც მოსწავლისთვის, ასევე დანარჩენი კლასისთვის.
    აუხსენით თითოეული მოსწავლის სწავლის უფლების დაცვის მნიშვნელობა.
  • ისაუბრეთ კონფლიქტის მოგვარების ვარიანტებზე, გაგზავნეთ სხვა სტუდენტი დახმარებისთვის.
  • სტუდენტს უთხარით, რომ წავიდეს რათა გამოიძახოს დახმარება ადმინისტრაციიდან.
  • ინციდენტის დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ დააფიქსირეთ ყველაფერი, რაც მოხდა.
  • ️ეს დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს დროს, მონაწილე სტუდენტ(ებ)ის სახელს, მომხდარი მოვლენების მოკლე აღწერას და ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება სტუდენტ(ებს) ან ინციდენტს.
  • ეს ანგარიში უნდა წარედგინოს ადმინისტრაციას.
  • თქვენ ასევე უნდა შეინახოთ ასლი ინციდენტთან დაკავშირებით მშობლებთან, ან სკოლის ადმინისტრატორებთან მომავალი შეხვედრის შემთხვევაში.

როგორ ვმუშაობთ საკუთარ თავზე კლასში კარგი დისციპლინის მისაღწევად

იყავით სამართლიანი, პოზიტიური და თანმიმდევრული. იყავით ისეთი ადამიანი, როგორიც ახალგაზრდებს მოეწონებათ და ენდობიან – მტკიცე, სამართლიანი, მეგობრული, თავაზიანი, ენთუზიასტი და თავდაჯერებული. შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა.

მშობლებსა და მოსწავლეებს მიაწოდეთ სტანდარტებისა და შედეგების ჩამონათვალი. დარწმუნდით, რომ ისინი შეესაბამება საგანმანათლებლო პოლიტიკას. როდესაც ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ კოლეგას ან თქვენს დირექტორს.

დაიცავით თქვენი კლასი, რომ იყოს მოწესრიგებული. შეინარჩუნეთ სასიამოვნო და მიმზიდველი საკლასო ოთახი, ვიდრე უწესრიგო, რამაც შეიძლება, ხელი შეუწყოს დამრღვევ ქცევას.

გაიცანით თქვენი მოსწავლეები. ისწავლეთ მათი სახელები სწრაფად და გამოიყენეთ ისინი კლასში და მის გარეთ. თქვენ მალე გამოგიმუშავდებათ მეექვსე გრძნობა – “უბედურების” დაწყებამდე მოსალოდნელი საფრთხის, მაგრამ ისე ნუ მოიქცევით, თითქოს უბედურებას ელით, რადგან აუცილებლად წააწყდებით ზოგიერთს და მისი გამოსწორება მოსწავლეებთან ერთად მოგიწევთ.

აცნობეთ სტუდენტებს, რომ ზრუნავთ. კლასთან ერთად განსაზღვრეთ, რა არის მისაღები ქცევისა და მიღწევის თვალსაზრისით და რა არა. გამოიჩინეთ ინტერესი მოსწავლეების ნათქვამის მიმართ, ეხება თუ არა ის პირდაპირ გაკვეთილს.

მოეპყარით მოსწავლეებს ისეთივე პატივისცემით, რასაც მათგან მოელით; შეინარჩუნე ნდობა.

ისწავლეთ სტუდენტების მიერ გამოყენებული ტერმინების, განსაკუთრებით ჟარგონის მნიშვნელობა.

დაიწყეთ გაკვეთილი დროულად და პროფესიონალურად.

გახადეთ სწავლა სახალისო. გახადეთ განათლება საინტერესო და შესაბამისი მოსწავლეების ცხოვრებაში. ცუდმა ან არასრულფასოვანმა სასწავლო გეგმებმა შეიძლება, შეფერხებები გამოიწვიოს.

შეაქეთ კარგი მუშაობა, კარგი პასუხები და კარგი ქცევა.

‼️ნუ დაემუქრებით და ნუ გამოიყენებთ სარკაზმს. არასოდეს გამოიყენოთ მუქარა დისციპლინის აღსასრულებლად. არასოდეს დაამციროთ ბავშვი.

მოერიდეთ მოსწავლეებთან კამათს. საკლასო სამუშაოს შესახებ დისკუსიები ფასდაუდებელია, მაგრამ კამათი შეიძლება, ემოციური შეტაკება გახდეს.

იყავით მოძრავი, იმოძრავეთ ოთახში, როდესაც სტუდენტები მუშაობენ ან პასუხობენ მიცემულ დავალებას.

ილაპარაკეთ ნორმალურ დონეზე. გთხოვთ, არასდროს იყვიროთ, ეს სიტუაციას ყოველთვის აუარესებს. თუ “საზარელი” ხმით იყვირებთ და თავს ვერ შეიკავებთ, ნუ შეგეშინდებათ სიცილის, განმუხტისთვის.

შეაფასეთ დავალებები და რაც შეიძლება მალე დააბრუნეთ.

მიეცით გონივრული დავალებები. არ გამოიყენოთ სასკოლო დავალება სასჯელად. მიეცით მკაფიო მიმართულებები.

ასევე იხილეთ:

„რთული კლასის მართვა“ – მათემატიკის წამყვან მასწავლებელს საკლასო ოთახების ვიდეო კამერებით აღჭურვის იდეა აქვს

„მასწავლებლებს ვურჩევდი, ეს ყოველთვის ახსოვდეთ“ – როგორ გავუმკლავდეთ მოსწავლის რთულად მართვად ქცევას დაწყებით კლასებში

როგორ გავუმკლავდეთ კლასში დისციპლინურ პრობლემებს

გამოყენებული ლიტერატურა: maintaining-classroom- discipline // weak.org; სტატია თარგმნილია, კომენტარები დაურთო შალვა მინდაძემ (ისტორიისა და სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი, შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრი).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური