„სწავლას ვიწყებთ სიცილით” – თამაში, რომლის გამოყენებაც სკოლის დაწყების პირველივე დღეს შეგიძლიათ
„პირველი სასწავლო დღისთვის მოსწავლეთა გახალისების მიზნით დავგეგმე ეს თამაში. პედაგოგებს წინასწარ მოუწევთ თამაშისთვის საჭირო რესურსის გამზადება, ამიტომ კარგად გაეცანით ინსტრუქციას”,- ამის შესახებ. თბილისის 221-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სპეცილისტი ირინა ფუტკარაძე გვესაუბრება და იმ თამაშის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ჩატარებაც პედაგოგებს სწავლის დაწყების პირველ დღეს, დაწყებით კლასებში შეუძლიათ.
ფოტო:
იხილეთ თამაშის – „სწავლას ვიწყებთ სიცილით” ინსტრუქცია:
„ამობეჭდეთ სხვადასხვა ფერის მწერის სურათი. ამოჭერით და გაუკეთეთ პატარა მაგნიტები. მზა მწერებს დაფის მარკერით დააწერეთ ციფრები. წყვილებს დაურიგეთ ფერადი მწერის საკლავი (ეს ყველას მოეპოვება სახლში) და სწრაფად დაასახელეთ ციფრი. მოსწავლემ სწრაფად უნდა გამოიცნოს და დაარტყას შესაბამის მწერს.
თუ ასწავლით მეორეკლასელებს, შეგიძლიათ გამეორების მიზნით მწერზე დაწეროთ ჯამი და სხვაობა, თქვენ კი უკარნახოთ შედეგი. მე-4 კლასში შეგიძლიათ გამრავლების ცხრილის გამოყენება. ეს თამაში მათ ძალიან უყვართ, რადგან ბევრს იცინიან და კლასში იქმნება პოზიტიური გარემო”, – აგვიხსნა პედაგოგმა.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS

