ელექტრონული ჟურნალის ახალი ფუნქციონალების გამოყენების ინსტრუქციები
როგორც ცნობილია, გასულ თვეში, საჯარო სკოლების ელექტრონულ ჟურნალს ახალი ფუნქციონალები დაემატა.
ახალი ფუნქციონალის გამოყენებისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ დეტალური ინსტრუქციები გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის ახსნილი, როგორ აისახა ჟურნალში სიახლეები და როგორ უნდა ისარგებლოს ელექტრონული ჟურნალის მომხმარებელმა თითოეული ფუნქციონალით:
1. ჩათვლის დაწერა მონაცემთა გვერდიდან. ინსტრუქცია:
მონაცემთა გვერდიდან ჩათვლის დაწერის შესაძლებლობა
2. კალენდრის გვერდზე დამრიგებელს შეუძლია ნახოს საკუთარი სადამრიგებლო
კლასის ღონისძიებები, სკოლის დირექტორს და მისი როლის მქონე
მომხმარებელს კი – სკოლაში არსებული ყველა კლასის ღონისძიებები. ინსტრუქცია:
3. მოთხოვნების გვერდი – მოთხოვნის სტატუსის ცვლილებისას კომენტარის ველის
შევსება არასავალდებულო გახდა. ინსტრუქცია:
მოთხოვნების გვერდის გამოყენება
4. მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასებები – შეფასებები, რომლებიც არ
მონაწილეობენ სემესტრული შეფასების გამოანგარიშებაში, ვიზუალურად
განსხვავდება იმ შეფასებებისგან, რომლებიც მონაწილეობენ სემესტრული
შეფასების გამოთვლაში. ინსტრუქცია:
5. მოსწავლის შეფასების კომპონენტში “დამოუკიდებელი სამუშაო” ჩანაცვლდა
ტერმინით „საშინაო დავალება“.
6. ჟურნალის გვერდზე თარიღების არჩევის ფუნქციონალი ვიზუალურად
შეიცვალა და გამარტივდა.
7. სემესტრული განმავითარებელი შეფასება – საგნებზე, რომლებიც ფასდება
სემესტრული განმავითარებელი შეფასებით, სემესტრის ბოლოს მასწავლებელი
შეძლებს კომენტარის სახით შეფასების დაფიქსირებას.
სემესტრული განმავითარებელი შეფასება
8. მთავარ გვერდზე შეუფასებელი შემაჯამებლების სიაში, მასწავლებელს, მის მიერ
ჩანიშნული შეუფასებელი შემაჯამებლების გარდა, გამოუჩნდება საკუთარი საგნის
და კლასის მოსწავლეების ის შეუფასებელი შემაჯამებლები, რომლებიც სხვა
მასწავლებლის მიერ არის ჩანიშნული.
მთავარ გვერდზე მონაცემების ასახვის ცვლილება
9. ჟურნალის დადასტურებისას, თუ რომელიმე მოსწავლეს უფიქსირდება
შეუფასებელი შემაჯამებელი, შესაბამის შეტყობინებასთან ერთად გამოვა.
ინსტრუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
10. არასწორად ასახული მოსწავლეების მონაცემები – თუ მოსწავლის განაწილება
მოხდა არასწორ საგანზე, ან არასწორ განაყოფში, კლასის დამრიგებელს შეუძლია
მოითხოვოს მოსწავლეზე საგნის წაშლა.
არასწორად ასახული მოსწავლეების მონაცემები და საგნის წაშლა
ამავე თემაზე:
რა ფუნქციებს დამატება სურთ პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში და რა არის „დროის ფუჭი ხარჯვა“
- რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- პირველკლასელთა ბუკების პირველი ჩართვის ინსტრუქცია (2024 წელი) by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია 21 აგვისტოს დაიწყება – მობილობის პროცედურები by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა