მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი
მსოფლიოს ელიტარულ უნივერსიტეტებს შორის ამერიკასთან ერთად ბრიტანეთის უნივერსიტეტები რეკორდული რაოდენობით არის წარმოდგენილი.
2013 წლის 20 საუკეთესოს შორის ექვსი ბრიტანული უნივერსიტეტი მოხვდა.
როგორც “Telegraph” წერს, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისა აღნიშნულმა უნივერსიტეტებმა თავი გაართვეს ამ პრობლემას.
კემბრიჯი დასახელდა როგორც ბრიტანეთის საუკეთესო ინსტიტუტი. მიუხედავად იმისა, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტის რექტორმა უკეთესი განათლების მიღების მიზნით, ისეთი ტიპის რეფორმა გაატარა, რომელმაც სწავლის საფასურის გაზრდა გამოიწვია. დაინერგა კვლევები ბიუჯეტის ხარჯზე.
კვლევების მონაწილე და მრჩეველი ჯონ ოლევი აღნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო ინვესტიციას საშუალოდ, უფრო მაღალ განათლებაზე აკეთებს, ამრიგად, არარეალისტურია მოლოდინი იმისა, რომ ბრიტანული უნივერსიტეტები არსებულ რეიტინგში თავიანთ მოწინავე ადგილს ეფექტურად შეინარჩუნებენ.
“Telegraph”-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი წერს, რომ ლიდერი უნივერსიტეტების დღევანდელი წარმატება აჩვენებს, რამდენედ სასიცოცხლოა მათთვის ინვესტიციები სხვა ქვეყნებიდან, რაც არსებულ რეიტინგში ადგილის შენარჩუნების გარანტი უნდა გახდეს.
იმისათვის, რომ ამ უნივერსიტეტებს კონკურენცია სხვა უნივერსიტეტებმა გაუწიონ, მთავრობისგან განხორციელებული გრძელვადიანი ინვესტიციები ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, ისევე, როგორც ხელშეწყობა სხვა ქვეყნების სტუდენტების მოზიდვის მიზნით.
რაც შეეხება ამერიკის უნივერსიტეტებს, ისინი კვლავ ინარჩუნებენ მოწინავე პოზიციას საუკეთესოთა რეიტინგში, რომელიც ასე გამოიყურება:
1.Massachusetts Institute of Technology, US – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ)
2.Harvard, US – ჰარვარდი (აშშ)
3.Cambridge, UK – კემბრიჯი (გაერთიანებული სამეფო)
4.University College London, UK- ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი(გაერთიანებული სამეფო)
5.Imperial College London, UK – ლონდოდნის საიმპერატორო კოლეჯი(გაერთიანებული სამეფო)
6.Oxford, UK – ოქსფორდი(გაერთიანებული სამეფო)
7.Stanford, US – სტენფორდი(აშშ)
8.Yale, US – იელი(აშშ)
9.Chicago, US – ჩიკაგოს უნივერსიტეტი(აშშ)
10. California Institute of Technology, US – კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი(აშშ)
10.Princeton, US – პრინსტონი(აშშ)
წყარო: telegraph.co.uk