GE

SANGU-ს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესმა სკოლამ კიდევ ერთი სასწავლო კურსი წარმატებულად დაასრულა

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესმა სკოლამ კიდევ ერთი სასწავლო კურსი წარმატებულად დაასრულა. სკოლა 10 წელიწადზე მეტია, მაღალკვალიფიციური პროფესურის ჩართულობით, მთარგმნელობითი საქმიანობისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვილ აუდიტორიაში, უახლესი მეთოდებით, ახორციელებს სწავლებას, როგორც ზეპირ ისე წერილობით თარგმანში სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

22 თებერვალს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 2022 წლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია. მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ოთარ მათეშვილმა სწავლის დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა: ნინო აბრამიძეს, მარიამ კვერნაძეს და ინგა ნაფეტვარიძეს.

SANGU ულოცავთ კურსდამთავრებულებს უმაღლესი სკოლის წარმატებით დასრულებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური