SANGU-მ სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია გამართა
2022 წლის 21 მაისს, SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულებისა და ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა პაპუნა გურულმა, მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა მანანა ტაბიძემ.
მოხსენებებით წარდგნენ როგორც ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
მოხსენებები წარმოადგენდა საენათმეცნიერო ხასიათის ნაშრომებს მრავალი მიმართულებით. სხდომას ესწრებოდნენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი რევაზ შეროზია, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა, ფილოლოგიის დოქტორი კესო გეჯუა, სამეცნიერო ხელმძღვანელები: ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა დადიანი, ფილოლოგიის დოქტორი ლუიზა ხაჭაპურიძე, ფილოლოგიის დოქტორი ნათია იაკობიძე, ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე.
დასასრულს გაიმართა დისკუსია-მსჯელობა. კონფერენცია შეაჯამეს პროფესორმა მანანა ტაბიძემ, პროფესორმა რევაზ შეროზიამ და ფილოლოგიის დოქტორმა მიხეილ ლაბაძემ.
სკოლის დეკანმა პაპუნა გურულმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს საინტერესო მოხსენებების წარმოდგენისთვის და წარმატებები უსურვა მათ.
- SANGU-ს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესმა სკოლამ კიდევ ერთი სასწავლო კურსი წარმატებულად დაასრულა by საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახ. სასწავლო უნივერსიტეტი
- ბიოეთიკური აზროვნების თავისებურებანი და მხატვრული ლიტერატურა by საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახ. სასწავლო უნივერსიტეტი