მულტფილმები, რომლებიც თქვენს შვილებს კლასიკური მუსიკის შეყვარებაში დაეხმარებათ
ტყუილია, რომ კლასიკური მუსიკა ბავშვებისთვის ზედმეტად რთულია. პატარებმა შეიძლება ზოგი სვლა ვერ გაიგონ ან ესა თუ ის არაჩვეულებრივი გადაწყვეტა ვერ გაიაზრონ, თუმცა პრაქტიკულად ყოველთვის მოცარტი, დებუსი და შოსტაკოვიჩიც კი, ბავშვთა აუდიტორიაში ძლიერ ემოციურ გამოძახილს პოულობს. კარგია, რომ არსებობს მულტფილმები, რომლებიც ბავშვებს მუსიკის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებს მარტივად გააცნობენ.
სერია „ძველი პიანინოს ზღაპრები“
ეს არის შესანიშნავი საერთაშორისო პროექტი, რომლის საფუძველზე ანიმაციური ფილმები შეიქმნა. ისინი ბავშვებს ბეთჰოვენის, ვივალდის, შუმანის, მოცარტის, როსინის, ჩაიკოვსკის, პროკოფიევის, ბახის, გერშვინის, შოპენისა და დებუსის ბიოგრაფიებსა და საკვანძო ნაწარმოებებს აცნობენ. ყოველი სერია თავისებური ანიმაციური ტექნიკით არის შესრულებული, დაწყებული კლასიკური მხატვრული ანიმაციით, დამთვარებული ანიმაციით ქვიშაზე და კომპიუტერული გრაფიკით.
ძველი პიანინოს ზღაპრები: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
ძველი პიანინოს ზღაპრები: მოცარტი
ძველი პიანინოს ზღაპრები: იოჰან სებასტიან ბახი
ძველი პიანინოს ზღაპრები: ჩაიკოვსკი. ელეგია
ძველი პიანინოს ზღაპრები: რობერტ შუმანი. წერილები
ძველი პიანინოს ზღაპრები: შოპენი
ძველი პიანინოს ზღაპრები: კლოდ დებუსი
https://www.youtube.com/watch?v=z2YEZ7qHYks&feature=youtu.be
„ჯადოსნური ფლეიტა“
ნაწილი 2
ნაწილი 3
,,ჯადოსნური ფლეიტა“ არის სრულმეტრაჟიანი, ფერადი მულტფილმი, რომელიც ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერის საფუძველზე შეიქმნა. ამ ოპერის რამოდენიმე მულტიპლიკაციური ხორცშესხმა არსებობს. ჩვენ BBC-ს ვერსია ავარჩიეთ. სიუჟეტის მოკლე აღწერა: ღამის დედოფლის ქალიშვილი ჯადოქარმა ზარასტრომ მოიტაცა. ღამის დედოფალი პრინც ტამინოს გოგონას გადასარჩენად გზავნის და მას თან ჯადოსნურ ატრიბუტს – ფლეიტას ატანს. პრინცი ჯადოქრის მხარეს გადადის, დაბრკოლებებს გადალახავს და ჯილდოს სახით სიყვარულს ღებულობს.
პეტრე ჩაიკოვსკი – საბავშვო ალბომი
პოლკა
ტკბილი სიზმარი
მაკნატუნა
რეჟისორ ბორის სტეფანცევის 1973 წლის მუსიკალური მულტფილმი გოფმანის ზღაპრისა და ჩაიკოვსკის ბალეტის მოტივზე შეიქმნა. მისი სიუჟეტი მცირედით განსხვავდება აღნიშნული ნაწარმოებებისგან, თუმცა ბავშვისთვის ,,მაკნატუნას“ პირველი გაცნობის მასალად გამოდგება. მულტფილმში ბალეტ ,,მაკნატუნას“ მუსიკის გარდა გამოყენებულია ,,რუსული ცეკვა“, როტბარტის თემა ,,გედების ტბიდან“ და ასევე უვერტიურა ,,მძინარე მზეთუნახავიდან“.
მოამზადა თეა ინაშვილმა
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს