GE

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი – ზოგადი უნარ-ჩვევები, 10-11 თებერვალი, 2014 წ.

მეორე ეტაპი – პროფესიული ტესტი, 18-19 თებერვალი, 2014 წ.

საგამოცდო თემატიკა:

– საკონსტიტუციო სამართალი;
– სამოქალაქო სამართალი;
– სამოქალაქო სამართლის პროცესი;
– ადმინისტრაციული სამართალი;
– სამეწარმეო სამართალი;
– ნოტარიატის შესახებ კანონი.

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

– უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის –დიპლომის ასლი;
– CV;
– პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
– ფერადი ფოტოსურათი;
– გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით (საბანკო რეკვიზიტები იხილეთ დანართში).

საბუთების მიღება იწარმოებს 5 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@justice.gov.ge

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში საკონტაქტო პირია – ნათია გელაზონია, ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი, ngelazonia@justice.gov.ge; 2392261.

დამატებითი ინფორმაცია:

საბანკო რეკვიზიტები

საგამოცდო პროგრამა

ტესტის ნიმუში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური