ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სია, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის ორივე ეტაპი, ზოგადი უნარ-ჩვევებისა და პროფესიული ტესტირება.
შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ- ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს, ხოლო პროფესიული ტესტირება 25 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.
პრეტედენტები, რომლებმაც უნარ-ჩვევებში 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, ხოლო პროფესიულ ტესტში 75 ან მეტი, მიიღებენ სერთიფიკატებს და შეძლებენ ნოტარიუსად მუშაობის დაწყებას.
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი ჩატარდება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორთა გადამზადების კურსი იგეგმება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრში მიგრაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი