GE

„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“

საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელების სახელფასო წინსვლაზე საკანონმდებლო ორგანო მუშაობას გეგმავს.

ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„როდესაც სკოლამდელ განათლებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ჩვენი შვილებისა და ქვეყნის მომავალზე, იმ ფუნდამენტზე, საიდანაც ბავშვები პიროვნულ განვითარებას იწყებენ. პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს, სკოლამდელი აღზრდის გარემო – სრულყოფილი, ინკლუზიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ასევე იხილეთ:

გამოწვევები საბავშვო ბაღებში – პარლამენტი სკოლამდელი განათლების მიმართულებით 16 რეკომენდაციას გასცემს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური