“პიროვნული განვითარების კურსის” მონაწილეები იუსტიციის სასწავლო ცენტრში
28 დეკემბერს “პიროვნული განვითარების კურსის” მონაწილეები იუსტიციის სასწავლო ცენტრს ეწვივნენ.
მონაწილეებმა დაათვალიერეს სასწავლო ცენტრი და გაეცნენ მის საქმიანობას. ამის შემდეგ დაესწრნენ ტრეინინგს სოციალური კაპიტალის თემაზე, რომელსაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ნინო ბერუაშვილი უძღვებოდა.
შეგახსენებთ, რომ „პიროვნული განვითარების კურსი“ იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ლიდერთა სახლისა და რუსთავის იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტია. კურსის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს IX-XII კლასის მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების დახვეწასა და გაუმჯობესებას, რომელიც წარმატების მიღწევისათვისაა აუცილებელი და პიროვნებას ეხმარება თვითრეალიზაციაში.
კურსის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს ტრეინინგები შემდეგ თემატიკაზე:
კარიერული მიზნების დასახვა
მომავლის პროფესიები
ლიდერობა
პრეზენტაციული უნარ-ჩვევები
სამოქალაქო აქტივიზმი
ახალგაზრდული სამუშაო
კრეატიულობა
დროის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომავალშიც გეგმავს ლიდერთა სახლთან თანამშრომლობით მსგავსი პროექტების განხორციელებას.
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი ჩატარდება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორთა გადამზადების კურსი იგეგმება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრში მიგრაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი