„პირველკლასელების კვებით უზრუნველყოფა დღეში 4 ლარი, შშმ ბავშვების კი 6 ლარი იქნება“ – მუნიციპალიტეტის დადგენილება
უფასო სასკოლო კვების პროგრამა საქართველოს საჯარო სკოლებში ისევ არ არსებობს, თუმცა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში გაწერილია სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა კვებით უზრუნველყოფის საკითხი და მათ შორის არიან პირველი კლასის მოსწავლეებიც.
კერძოდ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკასელთა კვებით უზრუნველყოფა 180 ათასი ლარი დაჯდება, პროგრამა კი ასე განისაზღვრება:
“ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების პირველკლასელთა კვებისთვის საჭირო დღიური თანხის მიწოდებას მათთვის საბანკო ბარათების დარიგების საშუალებით, რომელთა გამოყენებასაც ისინი შეძლებენ მხოლოდ გარკვეულ კვების ობიექტებში და მარკეტებში.
ქვეპროგრამა გათვლილია 280 ბავშვზე და წელიწადში 180 დღიან სასწავლო პერიოდზე. ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა განსაზღვრულია 4 ლარის ოდენით“, – განმარტებულია საკრებულოს დადგენილებაში.
ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამასაც, რომლის განხორციელებაზეც 36 ათასი ლარია განსაზღვრული.
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ შშმ სტატუსი.
2. პროგრამაში ჩასართავად განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობა და ცნობა შესაბამისი სკოლიდან;
ბ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ერთერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი (კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად);
4. პროგრამა გათვლილია 35 ბავშვზე, წელიწადში 180 დღიან სასწავლო პერიოდზე, ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა შეადგენს 6 ლარს.
განსაკუთრებით დაინტერესბულთათვის, იხილეთ: დადგენილება
-
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მალე ახალი ხელმძღვანელი ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია რომელი სკოლა რა თანხას მიიღებს ერთ მოსწავლეზე კლასების მიხედვით და რამდენი იქნება დამატებითი დაფინანსება – დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ისევ ჩატარდება თუ გაუქმდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდა? – განათლების სამინისტროსა და NAEC-ის პასუხები
by ARIS.GE-განათლება