კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ARIS.GE აფასებს ამ ვებგვერდზე და მისი ქვედომენური დონის საიტებზე (შემდგომში — ARIS.GE პორტალი) თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ (შემდგომში — სერვისი ან სერვისები, კონტექსტის შესაბამისად).
თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი პორტალის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ARIS.GE პორტალზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში.
ARIS.GE პორტალზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში — პოლიტიკა).
თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ARIS.GE პორტალის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.
წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. წინამდებარე პოლიტიკის პირველი აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.
წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენი სერვისებით სარგებლობის წესების და პირობების ინტეგრალურ ნაწილს და პოლიტიკაზე სრულად ვრცელდება სარგებლობის წესებისა და პირობების მოქმედება. ყველაფერი, რაც არ წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის რეგულირების საგანს, რეგულირდება და განიმარტება სარგებლობის წესების და პირობების დებულებების შესაბამისად.
რა წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის მიზნებს და მოქმედების სფეროს?
ARIS.GE, მისი მფლობელი, შვილობილი და აფილირებული კომპანიები (შემდგომში — ჩვენ ან ARIS.GE) ცდილობენ დაიცვან იმ პირების პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც სარგებლობენ ARIS.GE პორტალით და სერვისებით. შესაბამისად, ARIS.GE-მ შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ARIS.GE პორტალის და სერვისების მომხმარებლებისგან და ის მიზნები, რომლის მისაღწევადაც ARIS.GE-მ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს მონაცემები. ARIS.GE ასევე განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელსაც თქვენი მონაცემების დაცვისათვის იღებს.
პერსონალური მონაცემები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამავე კანონის შესაბამისად, განიმარტება, როგორც ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე და პერსონალურ მონაცემზე, რომელიც თქვენ მიერ ARIS.GE პორტალის და სერვისების გამოყენების შედეგად მოიპოვება ARIS.GE-ს მიერ. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე ან/და სერვისებზე, რომლებიც არ არიან ARIS.GE-სთან აფილირებული, მაგრამ შესაძლოა ასეთ ვებგვერდებთან ან/და სერვისებთან კავშირი ARIS.GE პორტალის ან სერვისების საშუალებით იყოს შესაძლებელი (შემდგომში — მესამე პირების ვებგვერდები). გთხოვთ გაეცნოთ მესამე პირების ვებგვერდებით ან/და სერვისებით სარგებლობის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, იმდენად, რამდენადაც ARIS.GE არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების ან/და სერვისების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე.
პოლიტიკა უზრუნველყოფს აუცილებელი ჩარჩო პირობების არსებობას ARIS.GE-ს მიერ შიდა ან ტრანს-სასაზღვრო მონაცემთა მიმოცვლისთვის. პოლიტიკა უზრუნველყოფს ევროპის კავშირის მონაცემთა დაცვის დირექტივის1 და ეროვნული კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ დაცვის ადეკვატურ დონეს მონაცემთა შიდა და ტრანს-სასაზღვრო მიმოცვლის დროს, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს მონაცემთა დაცვისათვის აუცილებელი შიდაეროვნული კანონმდებლობა.
ანონიმური ან/და ისეთი მონაცემები, რომლებიც არ იძლევიან პირის იდენტიფიცირების საშუალებას, მაგალითად მონაცემები სტატისტიკური შეფასებების ან შესწავლისათვის, არ წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის რეგულირების საგანს და მათზე არ ვრცელდება წინამდებარე პოლიტიკის დებულებები.
წინამდებარე პოლიტიკის პირობები ექვემდებარება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ARIS.GE-სთან თქვენი ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით განაცხადს ან სახელშეკრულებო პირობას, ისეთს, როგორიცაა კონფიდენციალურობის განაცხადი ან შეტყობინება და ნებისმიერი სავალდებულო ძალის მქონე მოქმედი კანონი ან რეგულაცია.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?
როდესაც თქვენ სტუმრობთ ARIS.GE-ს პორტალს ან სერვისებს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, ARIS.GE პორტალის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და თქვენი ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა.)
დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც გვაწვდით ARIS.GE პორტალის ან სერვისების მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, სქესი, მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით.
ARIS.GE გამოიყენებს (დაამუშავებს) თქვენს პერსონალურ მონაცემებს:
- ARIS.GE პორტალის და სერვისების ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის,
- კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის,
- ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად,
- წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.
ARIS.GE იცავს და პატივს სცემს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური ინფორმაციის გამოყენების სფეროს ეხება.
როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?
ARIS.GE იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა ქუქი-ჩანაწერი ან თეგი (შემდგომში — თრექინგის ტექნოლოგია), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხილეთ: რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?) და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს.
ქუქი-ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ARIS.GE პორტალის და სერვისების გამოყენებადობა, მაგალითად იმის მიხედვით, ყოფილა თუ არა თქვენს კომპიუტერსა და ჩვენს ვებგვერდს შორის წარსულში რამე კავშირი, მოვახდინოთ ARIS.GE პორტალზე ან სერვისებზე ყველაზე პოპულარული სექციების იდენტიფიცირება.
ხშირ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერით თრექინგის ტექნოლოგიების პოლიტიკის კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერი ასახავს თქვენ სურვილს გსურთ თუ არა, სადაც ეს შესაძლებელია, გაგაფრთხილოთ თრექინგ ტექნოლოგიების და ან მათი მიღების შესახებ. თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სპეციალურ შესაძლებლობებს და ინსტრუქციებს მათი მოხმარების შესახებ, როგორც წესი, შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სახელმძღვანელოში ან სექციაში „დახმარება“.
თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმამ ან მათმა დეაქტივაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ARIS.GE პორტალის და სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების ხელმისაწვოდმობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.
რა პრინციპებით ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების და მათი შემდგომი დამუშავების დროს?
ა) სამართლიანობა და კანონიერება
პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს, აუცილებელია დაცული იყოს მონაცემთა სუბიექტის ინდივიდუალური უფლებები. პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს კანონიერად და სამართლიანად.
ბ) კონკრეტული მიზნით შეზღუდვა
პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნისთვისაც მონაცემები შეგროვდა. მონაცემთა დამუშავების მიზნის შემდგომი ცვლილება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მოითხოვს შესაბამისი საფუძვლების არსებობას.
გ) გამჭვირვალობა
მონაცემთა სუბიექტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მის შესახებ არსებული მონაცემების მოპყრობა. ზოგადად, პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს უშუალოდ იმ პირისგან, ვისაც ეს მონაცემები ეხება.
დ) განადგურება
პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება სამართლებრივი ან ბიზნეს-პროცესთან დაკავშირებული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ წარმოადგენს საჭიროებას, უნდა განადგურდეს. ინდივიდუალურ შემთხვევებში, შესაძლოა არსებობდეს მითითება ინტერესებზე, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დაცვას ან მონაცემების ისტორიულ მნიშვნელობაზე. ასეთ შემთხვევებში, მონაცემები უნდა იქნეს დაცული მანამ, სანამ არსებობს ასეთი მონაცემების დაცვის სამართლებრივი ინტერესი.
ე) ფაქტობრივი სიზუსტე, უახლესი მონაცემები
დაცული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი, სრული და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. აუცილებელია ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს არაზუსტი ან არასრული მონაცემების განადგურებას, შესწორებას, დამატებას ან განახლებას.
ვ) კონფიდენციალურობა და მონაცემთა უსაფრთხოება
პერსონალური მონაცემები ექვემდებარება მონაცემთა საიდუმლოებას. აუცილებელია, პერსონალურ მონაცემებთან ინდივიდუალურ დონეზე კონფიდენციალური მოპყრობა და მათი დაცვა შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავენ მონაცემებზე უნებართვო წვდომას, უკანონო დამუშავებას ან გავრცელებას, ასევე, შემთხვევით დაკარგვას, ცვლილებას ან განადგურებას.
ვის გადავცემთ ARIS.GE პორტალზე და სერვისებზე თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?
ARIS.GE-მ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან ARIS.GE-სთვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს თქვენი ქვეყნის გარეთ ან შიგნით, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირებს, აგენტებს და სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს, რომლებსაც ARIS.GE პორტალის ან სერვისების მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.
როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა.
ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული გაიდლაინის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.
უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ ARIS.GE პორტალის და სერვისების მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?
ARIS.GE-მ მოახდინა ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ ARIS.GE პორტალზე და სერვისების მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
როგორ ვექცევით ჩვენ მიერ და ჩვენთვის გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებებს?
ARIS.GE-ს მიერ და ARIS.GE-სთვის გაგზავნილ ყველა ელექტრონულ შეტყობინებას ჩვენ ავტომატურად ვინახავთ სპეციალური ელექტრონული ჟურნალის სისტემაში, რომელიც ინახავს შეტყობინებების მტკიცებულებით წონას. მათ ჩვენ ვიცავთ გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების გამოყენებით და მათთან წვდომა დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების ზედმიწევნითი დაცვით (მაგალითად სასამართლოს განჩინება, დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რეგულატორული ვალდებულებების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა) სპეციალური ფუნქციებით აღჭურვილი კონკრეტული პიროვნებების მიერ (მაგალითად სამართლებრივი, შესაბამისობის ან რისკების სამსახური). პროცესის ყოველი ნაბიჯი, მათ შორის გამოყენებული ძებნის კრიტერიუმები, შეიყვანება სპეციალურ აუდიტორულ ველში. ყველა შეტყობინება ნადგურდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება მათი შენახვისთვის განსაზღვრული პერიოდი.
რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?
მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ARIS.GE პორტალის და სერვისების ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით ARIS.GE-სთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ARIS.GE-სთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.
პერსონალური მონაცემებზე წვდომა, გაცნობა და მონაცემების გაუქმება.
მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:
- გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს,
- გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა,
- მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა,
- მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების გაუქმება.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ ARIS.GE-ს ერთიანი ანგარიშის რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ. ფოსტის მისამათის მითითებით – დაგვიკავშირედით
ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს დირექტივა 95/46/EC პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის და ასეთი მონაცემების თავისუფალი მიმოცვლის შესახებ (იხილეთ).