გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
მიმდინარე წლის მარტში, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით პარტნიორი, ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი ბრიგიდა კლიმენსი ეწვია.
უნივერსიტეტის მიერ 25 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილთან. რექტორმა სტუმარს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა ოპოლეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული მჭიდრო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს აკადემიური გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
პროფესორმა კლიმენსმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების სერია ჩაატარა. ინტერაქტიულ რეჟიმში განხილულ იქნა კომუნიკაციის თანამედროვე მოდელები და ეფექტური კომუნიკაციის როლი პროფესიულ საქმიანობაში. სტუდენტებმა ჯგუფური აქტივობების მეშვეობით თეორიული ცოდნა პრაქტიკული სავარჯიშოებით განამტკიცეს.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან სამუშაო დისკუსია შედგა. მხარეებმა ოპოლეს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტრუქტურა და პროგრამები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევების პერსპექტივებს.
აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა უფლებების დაცვის თემაზე შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიური ზამთრის ბანაკი გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია – „ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი